მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” შემდეგი ეტაპის საგზურის განაღდებას ჯერ ვერ ახერხებს

“ბარსელონა” შემდეგი ეტაპის საგზურის განაღდებას ჯერ ვერ ახერხებს

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “ბარსელონა” საბერძნეთში “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა (0-0). იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” თამაშს მოიგებდა, გუნდი პირდაპირ მიიღებდა მერვედფინალის საგზურს, თუმცა ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ ფორმალობაა, რადგან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კატალონიელებს კიდევ ერთი ქულაც ეყოფათ, რომლის მოპოვებაც რთული ნამდვილად არ იქნება. 

პარალელური შეხვედრა ლისაბონში, “სპორტინგსა” და “იუვენტუსს” შორის გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა.

მე-4 ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს “ბარსელონა” იკავებს 10 ქულით, “იუვენტუსს” 7 ქულა აქვს, “სპორტინგს” – 4, “ოლიმპიაკოსს” კი 1. 

პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი “ბარსას” აქვს. ამისთვის ტურინელებიც იბრძვიან, მაგრამ მათ განაღდებული ჯერ მეორე ადგილიც არ აქვთ. იქვეა “სპორტინგიც”, რომელიც აუცილებლად იბრძოლებს მე-2 ადგილისთვის, “ოლიმპიაკოსი” კი თუნდაც ევროპა ლიგაზე გადასვლის მხოლოდ ძალიან მცირე შანსს ინარჩუნებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 01 ნოე 2017, 12:17

    ბარსა ორივე თამაშს მოიგებს დარწმუნებული ვარ.ამ თამაშში კი მოგება გვეკუთვნოდა

  • MessiAbuTidze4848
    schedule 01 ნოე 2017, 11:22

    შემდეგ მატჩში ბარსამ იუვესთან ფრე რომ გააგოროს და სპორტინგმა დაამარცხოს ოლიპიაკოსი მაინც ბარსა იუვე იქნებიან 1-2 ადგილზე და ბოლო ტურში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს გასულები იქნებიან