მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: „ბარსელონა“ მომდევნო კვირაში მოლაპარაკებებს განაახლებს

MD: „ბარსელონა“ მომდევნო კვირაში მოლაპარაკებებს განაახლებს

“ბარსელონა” მომდევნო კვირაში ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების პროცესს განაახლებს, იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიური გრანდი დასაწყისისთვის მერსისაიდელებს 80 მილიონ ევროს შესთავაზებს. საუბარია 30-მილიონიან ბონუსზეც. “ბლაუგრანა” ზაფხულს არ დაელოდება, კლუბი კოუტინიოს შეძენას იანვარში გეგმავს.

თუ “ბარსელონა” და “ლივერპული” შეთანხმებას მიაღწევენ, ფილიპე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოახერხებს მონაწილეობის მიღებას, რადგან მან “წითლების” მაისურით ამ ტურნირზე უკვე იასპარეზა.

აგრეთვე, Mundo Deportivo ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებსაც ავრცელებს. კატალონიური კლუბი “ლივერპულს” ვერ შეუთანხმდა და თავისი პოზიცია კოუტინიომაც შეცვალა. ბრაზილიელი “ბლაუგრანაში” გადასვლის მიზნით დათმობაზე წავიდა და მერსისაიდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ასპარეზობს.

ახლო წარსულში “ბარსელონას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ კლუბი კოუტინიოს ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ამას სამწვრთნელო შტაბი მოითხოვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • Messiah10
    schedule 21 ოქტ 2017, 10:04

    ჩვენ მაგრად გვაწყობს ამის გადმოსვლა იანვარში უჩლზე ვერა მაგრამ ლალიგაშ და კოპაზე ითამაშებს და მომავალი წლისთვის ადაპტაციაც არდასჭირდება ჩაჯდება ფორმაში და შეეწყობა გუნდს ^_^ მაქსიმუმ 120ის გადახდა მოგვიწიოს ეგეც თუ ძაან გაპროჭდნენ ლივერის ბორდის წევრები თორე რაც ლაპარაკები დაიწყო მაქედან უკვე ნახევრად ჯიბეში გვყავდა ^_^

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 21 ოქტ 2017, 00:48

    ციტატა: davidus2020
    არ მგონია ლივერმა კოუ გამოუშვას ,თუ აპირებენ სერიოზული გუნდის შექმნას, უბრალოდ იმიტო ვამბობ რომ ზაფხულივით ტყუილად დრო არ დავკარგოთ.


    არა ძმაო ლივერპული ისე გაუშვებს როგორაც დაგიბარებია ვინა ბიჯო ლივერპული ბარსასთან ლივერპულმა ვაფშე რა უნდა ქნას 10 ნაწილადაა გუნდი გაყოფილი ჯერ მარტო ლებრომ ჯეიმსმა რომელსაც რამოდენიმე პროცენტი აქვს ლივერპულის ნაყიდი თქვა კოუტინიო უნდა გადავიდეს ბარსაშიო და ვინაა ერთი მისი დამკავებელი შენი აზრით ლივერპულის ბოსები პატიოსნები და ერთგულები არიან ყველა ფულის მოხევაზეა ფული დაანახე და ერთ ადგილზე კიდიათ ლივერპული

    ისე ჯობია ახლა რომ ვიყიდოთ მომავალ სეზონამდე ათამაშდება და მეორე სეზონში იმენა ფორმაში იქნება და ადაპტაცია აღარ დაჭირდება და თან მარტო ჩემპიონთა ლიგა ხომ არ არის შიდა ჩემპიონატზე გვეყოლება მაგარი იქნება კარგი ტრანსფერი გამოვა

  • Gerip3
    schedule 20 ოქტ 2017, 21:59

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: bacho-barca21
    Ra mainteresebs ro viyidot suo ver itakashebs ert zesons tu rogora


    და სუა ამასთან რა შუაშია ინის შემცვლელად მოგვყავს


    სულ ვერ ითამაშებსო ალბათ ეს უნდა დაეწერა :))) მარტო ლიგაზე ვერ იტამაშებს თორე ლალიგაში და კოპაზე ჩვეულებრივად

  • Sergi roberto20 10
    schedule 20 ოქტ 2017, 21:18

    ზამთარში არ გადმოვა ეს შანსი არაა

    ზაფხულში შეიძლება

  • davidus2020
    schedule 20 ოქტ 2017, 20:52

    არ მგონია ლივერმა კოუ გამოუშვას ,თუ აპირებენ სერიოზული გუნდის შექმნას, უბრალოდ იმიტო ვამბობ რომ ზაფხულივით ტყუილად დრო არ დავკარგოთ.

  • Guro messi
    schedule 20 ოქტ 2017, 20:45

    კოუტინიოს პლიუს იერი მინა/დე ლიხტი.
    ბრწყინვალე სატრანსფერო ფანჯარა იქნება ესენი უნდა ვიყიდოთ ორივე.ვერმალენი,გომეში,რაფინია,თურანი.გასაშვებია სუყველა.კიდე რაკიტიჩი-მარსიალის ტრანსფერი თუ გაიჩარხა სასწაულ კლუბს დავაყენებთ

  • LashaBarca
    schedule 20 ოქტ 2017, 20:15

    იმედია გამოუშვებენ კოუს. მართალია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გამოვიყენებთ მაგრამ არაუშავს ლა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე ითამაშებს. მომავალი წლიდან კი შეყბერავს და აი ნახეთ რა წყვილი იქნება ინი და კოუ ერთად

  • bacho-barca21
    schedule 20 ოქტ 2017, 19:57

    Ra mainteresebs ro viyidot suo ver itakashebs ert zesons tu rogora

  • vorhess
    schedule 20 ოქტ 2017, 19:19

    კოუტინიოს ყიდვა თუ არ მოხერხდა ჩავალ და დავჩეხავ იმ ბართემოუს ჩემი სასტიკი ნაჯახით