“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
შედეგით კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, რომელმაც ლიონელ მესის პერსონალურ მიღწევაზეც ისაუბრა და არგენტინელს მომავალშიც წარმატებები უსურვა.
“მესი შესანიშნავ ფორმაშია. იმედი მაქვს, ის მე-200 გოლსაც მალე გაიტანს.
ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი მატჩის მოგება ძალიან რთულია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ ეს შევძელით.
“ოლიმპიაკოსი” საკუთარი საჯარიმოს დაცვაზე აკეთებდა აქცენტს და კონტრშეტევებით ცდილობდა ჩვენთვის ხიფათის შექმნას.
ცუდია, რომ პიკემ წითელი ბარათი მიიღო. თუმცა, ჩვენ რიტმიდან მაინც არ ამოვვარდნილვართ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ” – აცხადებს ვალვერდე.
გუნდის შთამბეჭდავი სტარტის შედეგად, ის “ბარსელონას” უამრავი გულშემატკივარის ფავორიტი მწვრთნელია, თუმცა თავად ვალვერდე ჯერ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
“ჯერჯერობით კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო და მთავარი მომავალში უნდა დავამტკიცოთ. ახლა კი, უბრალოდ მუშაობას განვაგრძობ”.




ვალვერდესი მჯერა და დარწმუნებული ვარ ტრიპლეტს დაგვადებინებს
ვალოდია
Chacucquli ro akvirdeba tamashs meketeba mag momentze:d magari kaciaaa.killeria moyvanili
Magra mjera es kaci wels chempionta ligas mogvagebinebs. Sxva trofeishi ras izams gundi ar vici:d
ტრიპლეტს მოიგებს ბარსა ერნესტო ვალვერდესთან ერთად ისტორიის ნაწილი გახდება ეს როგორიც კრუიფი გუარდიოლა დალოჩოს მსგავსად
მესი თუ ასე გააგრძელებს თამაშს 200 ავა
მართალია ვალოდია
ქისო
200 ვერ გაიტანს მარა იმედია ქისოს გაასწრებს და 150 აცდება