“ბარსელონას” მცველმა, ჟორდი ალბამ ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ “ატლეტიკოს” მომენტები უფრო სახიფათო იყო. მეორე ნახევარში “ბარსელონა” უკეთ გამოიყურებოდა და გუნდი მოგებას იმსახურებდა. საბოლოოდ, თანაბარი შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით.
“ატლეტიკოს” ქომაგები ძალიან მომწონს. ისინი თავის გუნდს მთელი 90 წუთის განმავლობაში მხარს უჭერენ და ეხმარებიან. ნორმალურია, როცა გასვლით მატჩში ისეთი მხარდაჭერა არ გაქვს, როგორც საშინაო შეხვედრაში. ჩვენ ფანებს “ვანდა მეტროპოლიტანოზეც” ვხედავდი და ამისთვის მათი მადლობელი ვარ.”-ამბობს ალბა.



ალბამ ჩააგდო მატჩი ძალიან ბევრი ცუდი პასი გააკეთა