“ატლეტიკომ” ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში “ბარსელონა” ვერ დაამარცხა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით მადრიდულ კლუბს ლა ლიგაში კატალონიური გრანდი ჯერ არ დაუმარცხებია.
პრიმერას ფარგლებში, არგენტინელ სპეციალისტთან ერთად “ბარსას” წინააღმდეგ გამართულ 12 შეხვედრაში “ატლეტიკო” 8-ჯერ დამარცხდა და 4-ჯერ 1 ქულას დასჯერდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავის მხრივ ერნესტო ვალვერდესაც არ ჰყავს დამარცხებული დიეგო სიმეონე.




კამპ ნოუზე უეჭველი მოვუგებთ.ვალვერდემ ასე ვთქვათ რომ ცვლილებები გამოიცნო