“ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ლუის სუარესი ესაუბრა, რომელმაც “ბარსელონას” მხრიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
“ჩვენ 3 ქულის აღებას ვიმსახურებდით, თუმცა ყველამ იცის, რომ “ატლეტიკოს” დაცვის ხაზი და მეკარე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მიუხედავად ამისა, კარგია, რომ საერთოდ არ წავაგეთ მატჩი, რადგან თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მეტოქე წინ იყო. თანაც, “ატლეტიკო” ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატია” – აცხადებს სუარესი.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ანგარიში 82-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა.




მოგება შეგვეძლო მაგრამ ფრეც ძაან მაგარი შედეგია.ოლიმპიაკოსთან სუამ ცენტრში უნდა ითამაშოს დეულოფეუმ მარცხნივ და ლეომ მარჯვენა ფლანგზე.