მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაიცანით ტაკეფუსა კუბო – “იაპონელი მესი” [ვიდეო]

გაიცანით ტაკეფუსა კუბო – “იაპონელი მესი” [ვიდეო]

2011 წელს ლა მასიაში 10 წლის იაპონელი ბიჭი ჩაირიცხა. მან საკუთარი თამაშის ხარისხით ყურადღება მალე მიიქცია და პირველივე ჯერზე, ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ სრულ სეზონში 30 მატჩში 74 გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ ის ყოველთვის ხდებოდა “ბარსელონას” სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ნაკრების წევრი, მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ტურნირში და 2013 წელს 12 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჩატარებული ხმელთაშუა ზღვის თასის MVP გახდა. ამის შემდეგ გადაიყვანეს უფრო მაღალ ასაკობრივ გუნდში, სადაც აგრძელებდა წარმატებების მიღწევას. ჩანდა ისე, თითქოს “ბარსელონამ” კიდევ ერთი ტალანტი აღზარდა და ის გუნდთან ერთად პროგრესს განაგრძობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ “ბარსამ” მასთან დაკავშირებით FIFA-ს 18 წლამდე სატრანსფერო წესები დაარღვია და ფეხბურთელს დაბრუნება სამშობლოში მოუხდა. ეს გახლავთ ტაკეფუსა კუბო, საფეხბურთო კლუბ “ტოკიოს” 16 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა “იაპონელი მესი” უწოდეს.

რა თქმა უნდა, კატალონიაში ფეხბურთი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ამომავალი მზის ქვეყანაში, მაგრამ ტაკეფუსა არც ახლა რჩება ყურადღების გარეშე: ის მაღალ დონეზე თამაშს ისევ ახერხებს თავის კლუბში და ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში. ის ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც იაპონიის უმაღლეს დივიზიონში გოლის გატანა მოახერხა.

ბოლო დროს მასზე რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ტაკეფუსა “ბარსელონას” ახლო მომავალში დაუბრუნდება.

გთავაზობთ მისი არც თუ ისე ხანგრძლივი კარიერის გამორჩეულ მომენტებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (10)

  • Lasha71
    schedule 16 ოქტ 2017, 14:44

    ეს რეალის კუბოს დადგამს!
    bowtie bowtie bowtie

  • gio575
    schedule 15 ოქტ 2017, 01:50

    შენი კუბო გარეთ არის 🙂 კაცო ფეხბურთელზე გეუბნები, გარეთ გელოდება…

  • bagratichi
    schedule 15 ოქტ 2017, 01:31

    კუბო დააბრუნეთ მერე ლედნიკი იყიდეთ კიდე და მორგი გავხსნათ

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 14 ოქტ 2017, 21:55

    ეს ბიჭი და ჩავი საიმონსი მაგარი იქნება თუ იყიდიან ამას და შეინარჩუნებენ ამას

  • forever barcelona
    schedule 14 ოქტ 2017, 20:28

    მაგარია მაგრამ მესის მაინც ვერ ჯობნის და ვერც აჯობებს.ისე კუბო მარგარი გვარია

  • რეკლამირება
    schedule 14 ოქტ 2017, 20:16

    ციტატა: lol barca
    კუბო მაგარი გვარია smile


    ეგ რომ იცოდნენ ქართულად რას ნიშნავს ან საქართველოში თამაშობდეს იმენა შუტკება გაიჩითება რა

  • Guro messi
    schedule 14 ოქტ 2017, 19:45

    მალე დაბრუნდება იმედია ბარსაში

  • lol barca
    schedule 14 ოქტ 2017, 19:09

    კუბო მაგარი გვარია smile

  • Barca The Best
    schedule 14 ოქტ 2017, 18:45

    kubo ro ar iyos gvarad upro kai iqneboda smile laughing

  • messi101
    schedule 14 ოქტ 2017, 18:45

    ეგეთი მესი ინდენი მახსოვს,არაბი,თურქი,ხორვატი,ეგვიპტელი,მარა როგორც პუტინია კასპელი ისე იყვნრნ ეგენი ტალანტი მესი