ენრიკე სერესო: ეს არის საფეხბურთო მატჩი და არა პოლიტიკური დემონსტრაცია

ენრიკე სერესო: ეს არის საფეხბურთო მატჩი და არა პოლიტიკური დემონსტრაცია

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ “ბარსელონასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით რთულ პერიოდს განიცდის. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რაც ბარსელონაში ხდება. თუმცა, ჩვენმა ქომაგებმა იციან, რომ ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.

კლუბი მხოლოდ სპორტზე ფიქრობს და არ აპირებს დაპირისპირებაში მონაწილეობას. გველის საფეხბურთო მატჩი და არა პოლიტიკური დემონსტრაცია.

გვსურს “ბარსელონას” ფეხბურთი ვეთამაშოთ. როცა “კამპ ნოუზე” ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ, მთელი სტადიონი ტაშს გვიკრავდა და ამას ვერ დავივიწყებთ.”-ამბობს სერესო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Barcelona 88
    schedule 14 ოქტ 2017, 22:08

    თუ დროზე არ განიმუხტა სიტუაცია უფრო და უფრო დაიძაბება!

  • Guro messi
    schedule 14 ოქტ 2017, 18:37

    ბარსა მოუგებს უეჭველი.იმედია ლეო გაზრდის მონაგარს.