workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო სამი მატჩი “კამპ ნოუზე”

ბოლო სამი მატჩი “კამპ ნოუზე”

დღეს “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, მატჩი საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს წესითა და რიგით. მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება, გთავაზობთ ბოლო სამ მატჩს, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა ამ გუნდებს შორის. 

2007/08 წლებში რაიკაარდის “ბარსელონამ” სახლში “ატლეტიკოს” უმასპინძლა. საკუთარი გულშემატკივარის თვალწინ “ბლაუგრანამ” 3:0 იმარჯვა, გოლები დეკუმ, მესიმ და ჩავიმ გაიტანეს. შემდეგ  სეზონში მადრიდული კლუბი კვლავ ესტუმრა “ბარსელონას”, ამჯერად მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყო. გვარდიოლას შეგირდება ქვა ქვაზე არ დატოვეს და უმოწყალოდ გაანადგურეს 6:1. გოლები: მესი, მარკესმა, ეტო’ომ, გუდიონსენმა და ანრიმ გაიტანეს. 

წინა სეზონში ასევე დიდი ანგარიშით მოუგო “ბარსელონამ” თავის ოპონენტს. 5:2. გვარდიოლას გუნდიდან ბურთები მესიმ (2), კეიტამ, ალვეშმა და იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს. 

გვარდიოლას ეპოქის პირველ წელს “ვისენტე კალდერონზე” ბრწყინვალე მატჩი შედგა, სამწუხაროდ იგი მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა 4:3. იმ მატჩში მოვლენები ელვის სისწრაფით მიმდინარეობდა, თავიდან კატალონიელები 0:2 იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მადრიდელებმა თავისი გულშემატკვიარი არ გააწბილეს და მატჩი შემოაბრუნეს თავის სასარგებლოდ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში