გუშინ, ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–მ “სეგუნდა დივიზიონის” მორიგი შეხვედრა სტუმრად, “ხერესთან” გამართა და 24–ე წუთზე, ხოსე მარის მიერ გატანილი გოლის წყალობით მათ 3 ქულაც დაკარგეს…
ამ სეზონში ეს ლუის ენრიკეს შეგირდებისთვის მეშვიდე მარცხი გახლავთ. ამ მეშვიდე მარცხის წყალობით კი კატალონიელებმა ცხრილში მეშვიდე ადგილი მიისაკუთრეს. დღეს თავის შეხვედრას გამართავს “კართაგენა” და “ნუმანსია”. “კართაგენა” ახლა მერვე ადგილზე, 32 ქულით იმყოფება. სწორედ ამდენი ქულა დაუგროვდა “ბარსა ბ”–საც. ასე, რომ თუ დღეს “კართაგენამ” მოახერხა და ერთი ქულა მაინც მოიპოვა, მაშინ ისინი მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდებიან. ცხრილში 1–2 ადგილით წინ წაწევის შანსი აქვს “ნუმანსიასაც”, რომელიც დღეს “სეგუნდა დივიზიონის” მორიგი ტურის მატჩს სტუმრად “სეგუნდას” მესამე ადგილოსანთან, “სელტასთან” გამართავს.
“ხერეზი” ამ შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ განსაკუთრებით მეორე ტაიმში, პატარა პრობლემების შექმნას კატალონიელებიც ახერხებდნენ, თუმცა დიდი ვერაფერი მოახერხეს. ქულების დაკარგვასთან ერთად კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა – ილიემ და მონტოიამ რიგით მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღეს, რის გამოც შემდეგ შეხვედრას, “ელჩესთან” გამოტოვებენ.
“ხერეზი”: ჩემა, რედონდო, ბურნო ერერო (კაპდევილია 85′), მორენო, ოსკარ დიასი (ბარმეხო 67′), გიოდა, კაპი, კორდერო, ე.რედონდო (ჰექტორ ფონტი 80′), რაულ ლორენტე, ხოსე მარი.
“ბარსა ბ”: მინიო, მონტოია, ბარტრა, ფონტასი, პლანასი, ილიე, რაფა (ვასკესი 73′), აბრაჰამი (დოს სანტოსი 62′), ედუ ორიოლ, საული (ნოლიტო 62′), ჯონათან სორიანო.