შაბათს “ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ბარსელონას” მიიღებს და კატალონიელებს ექნებათ შანსი, გახდნენ ლა ლიგის პირველი გუნდი, რომელიც ამ სტადიონზე მინიმუმ ქულას აიღებს და მეტიც, საერთოდ გოლის გატანას მოახერხებს.
ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის “ჩელსისთან” მარცხის მიუხედავად, მადრიდელებს თავის ახალ მოედანზე ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 100%-იანი მაჩვენებელი აქვთ და ჯერ გოლიც კი არ გაუშვიათ. მათ ჯერ “მალაგა” დაამარცხეს ანგარიშით 1-0, შემდეგ კი “სევილიას” სძლიეს 2-0.
დაახლოებით ასეთი ვითარება იყო 1966 წელსაც – ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როცა “ვისენტე კალდერონი” ჯერ კიდევ ახალი საშინაო არენა იყო “ატლეტიკოსთვის”. აქ “როხიბლანკოს” მხოლოდ 3 თამაში ჰქონდა ჩატარებული, თანაც მარცხის გარეშე (1 ფრე) და კარი მშრალად ჰქონდა შენახული. “ატლეტიკოს” ყოფილი პრეზიდენტის სახელობის მოედნის მე-4 სტუმარი გახდა “ბარსელონა”, რომელმაც ნავსი გატეხა და მადრიდელები დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პედრო საბალამ გაიტანა.
“ბარსას” ფეხბურთელების ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ პირველი სტუმარი ლა ლიგიდან, რომელიც “ატლეტიკოს” საკუთარ მოედანზე უქულოდ დატოვებს და რაც უფრო იოლი წარმოსადგენია, გოლს გაუტანს, ისევ “ბარსელონა” იქნება – “ვისენტე კალდერონის” შემდეგ, ამჯერად “ვანდა მეტროპოლიტანოზე”.




degea
carvaxali pike,ramos,alba
buskeci koke
sauli tiago isko
morata?
karvaxalze dzaan guli damwyda karieras ro amtavrebs:( arada jer pataraa asakit da magari fexburteli 🙂 amitom karvaxalze ver daayenebs dziritadshi 🙂
დე ხეა
ხუანფრანი პიკე რამოსი ალბა
ტიაგო ბუსკეცი ინიესტა
ისკო მორატა ასენსიო/პედრო.
მჯერა ჩვენი ბიჭები მოიგებენ ვანდა მეტროპოლიტანოზე
მანცჰესტერი მზადაა მარსიალი ბარსას რაკიტიჩში გაუცვალოსო <3
degea
carvaxali pike,ramos,alba
buskeci koke
sauli tiago isko
morata?
karvaxalze dzaan guli damwyda karieras ro amtavrebs:( arada jer pataraa asakit da magari fexburteli 🙂 amitom karvaxalze ver daayenebs dziritadshi 🙂
bichebo tqveni azrit espanetma ra shemadgenloba unda atamashos dziritadshi msoflioze chemi azrit
degea
carvaxali pike,ramos,alba
buskeci koke
sauli tiago isko
morata?
მოსაგებია ეს თამაში ისე კი ძაან რთული თამაში გველის
მესი მიულოცავთ გოლით ახალ სტადიონს