workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონა” ანტონი მარსიალის შეძენითაა დაინტერესებული

MD: “ბარსელონა” ანტონი მარსიალის შეძენითაა დაინტერესებული

სანაკრებო პაუზისას საკლუბო ფეხბურთში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ასე რომ, სპორტული გამოცემები დროებით ისევ დაუბრუნდნენ სავარაუდო ტრანსფერების განხილვას.

Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონა” სერიოზულადაა დაინტერესებული “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის, ანტონი მარსიალის შეძენით.

ფრანგმა სეზონი კარგად დაიწყო და უკვე 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა მოუწევს, რადგან “იუნაიტედის” შემადგენლობაში დიდი კონკურენციაა – მარსიალის პოზიციის დაკავება მარკუს რაშფორდს, რომელუ ლუკაკუს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ჰენრიკ მხითარიანს და ხუან მატას შეუძლიათ.

თუმცა, კლუბის და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური მოლაპარაკება ჯერ არ შემდგარა და შესაბამისად, არც სავარაუდო ფასი დასახელებულა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Guro messi
    schedule 10 ოქტ 2017, 20:41
    #4

    ეს იდეალურად მოერგება ბარსას 22წლისაა თან მგონი და უმაგრესი იქნება ჩვენთან

  • arakham
    schedule 08 ოქტ 2017, 20:14
    #3

    გაათრიონ პაკო და მოიყვანონ ეს ტიპი იმენა 5 წუთი თამაშობს ხოლმე და გოლს ან საგოლე გადაცემას აკეთებს სულ

  • Tor-Nike
    schedule 08 ოქტ 2017, 19:27
    #2

    Barcas stilia nagdad

  • ანანიძე
    schedule 08 ოქტ 2017, 17:08
    #1

    Marsi dzaan magaria. Suaresis shemcvlelad.