workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ჩვენ მშვიდობიან ცხოვრებას ვიმსახურებთ

ინიესტა: ჩვენ მშვიდობიან ცხოვრებას ვიმსახურებთ

“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

“მე არასდროს შემიფასებია საჯაროდ რთული სიტუაციები, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ ჩვენ გადამწყვეტ სიტუაციაში ვცხოვრობთ და ერთი რამ ნათლად მესმის.

სანამ მეტი ზიანი არ გამოგვიწვევია, საჭიროა დიალოგი. ისინი, ვინც ყველაფრის გამო პასუხისმგებლები არიან, უნდა მოლაპარაკდნენ.

გააკეთეთ ეს ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენ მშვიდობიან ცხოვრებას ვიმსახურებთ.” – განაცხადა ნახევარმცველმა.

ინიესტა “ბარსელონას” აღზრდილია, თუმცა ის კატალონიელი არაა. ფეხბურთელი რეგიონ კასტილია-ლა-მანჩაში დაიბადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 06 ოქტ 2017, 12:25
    #4

    მე ვხვდები რო კატალონიას დამოუკიდებლობა უნდა და მგონია რომ მიიღებს კიდეც მაგრამ ეს პოლუტიკური გარჩევები სპორტზე არ უნდა აისახოს, იგივე ნაირ სიტუაციაში იყო მონაკოც, როდესაც გამოეყო საფრანგეთს მაგრამ ის დღემდე ლიგა 1-ში თამაშობს… მეც ვფიქრობ რომ ბარსა ლა ლიგაში უნდა დარჩეს და არ უნდა წავიდეს არც პრემიერ ლიგაში და არც ლიგა 1-ში, ამით მთელი ჩვენი ისტორია შეიცვლება და ფუჭი იქნება ამ გუნდის წინაპრების ღვაწლი კლუბისთვის.

  • zuriafcb
    schedule 05 ოქტ 2017, 20:43
    #3

    ფენომენო…შოუმენი

  • Juan Carlos Navarro
    schedule 05 ოქტ 2017, 19:45
    #2

    El kapitano

  • nika 54
    schedule 05 ოქტ 2017, 19:19
    #1

    ეხ ანდრეს, ეხლა ჩვენ გვკითხე როგორ გვინდა მშვიდობიანი ცხოვრება, თქვენ არ გესვრიან მაინც.