workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლას პალმასი” დღეს განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს

“ლას პალმასი” დღეს განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს

“კამპ ნოუზე” დღეს გასამართ შეხვედრას “ლას პალმასი” სპეციალურად ამ მატჩისთვის დამზადებული მაისურით ჩაატარებს – კანარის კუნძულელების მაისურზე ესპანეთის დროშა იქნება დამატებული.

ლა ლიგამ “ლას პალმასს” ამ ფორმით თამაშის უფლება მისცა, კუნძულელებმა კი ასეთი განცხადება გაავრცელეს:

“ისტორიამ “ლას პალმასი” “კამპ ნოუზე” კიდევ ერთხელ ჩააყენა განსაკუთრებულ სიტუაციაში. 1977 წლის 30 ოქტომბერს, “ბარსელონას” ემოციური პრეზიდენტი ჟოზეპ ტარადელიასი, გადასახლების შემდეგ, საპრეზიდენტო ლოჟაში პირველად იმყოფებოდა, მინდორზე კი კატალონიის 60-მეტრიანი დროშა გამოჩნდა.

დღეს, “ლას პალმასს” თამაში ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღეს უწევს. დღეს, როდესაც კატალონიის ხელისუფლება უკანონო რეფერენდუმს ატარებს, ყველაფერს, რაც “კამპ ნოუზე” მოხდება, დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ექნება. ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო განცხადებები, განსაკუთრებით ჩვენი მასპინძლის, “ბარსელონას” მხრიდან, დღევანდელ შეხვედრას არასპორტულ ასპექტებსაც სძენს.

“ლას პალმასს” ჰქონდა არჩევანი – მიმდინარე მოვლენების ჩუმი მოწმე გამხდარიყო, ან ემოქმება. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. გადავწყვიტეთ, ფორმაზე ესპანეთის პატარა დროშა დავიტანოთ, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, 2017 წლის 1 ოქტომბრისთვის.”

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 ოქტომბერს, კატალონიაში, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელიც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Juan Carlos Navarro
    schedule 01 ოქტ 2017, 18:26
    #2

    Dhes xeibars hamoiranen vihacas

  • MessiAbuTidze4848
    schedule 01 ოქტ 2017, 18:19
    #1

    ხოდა მაგ საქციელისთვის დაისჯებით კანარის კუნძულელებო relaxed