“ბარსელონას” ყოფილი მცველი ოლეგერ პრესასი ჟერარ პიკეს მისი თამამი გადაწყვეტილების გამო აქებს.
ცოტა ხნის წინ, პიკემ, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მხარი ღიად დაუჭირა, რის გამოც არაერთი ესპანელი გააღიზიანა, მათ შორის სერხიო რამოსიც. ოლეგერი კი პიკეს განცხადებით კმაყოფილი დარჩა.
“როდესაც ასე იქცევი, იცი, რა მოჰყვება ამას. პიკე გაბედულად მოიქცა. ეს ეჭვგარეშეა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რა რეაქცია მოჰყვება ამას.
სიახლე არა პიკეს პოზიცია, არამედ ისაა, რომ სპორტსმენების უმრავლესობას თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება არ აქვს.” – ციტირებს ოლეგერის სიტყვებს Sport.
ოლეგერი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით, 2002-2008 წლებში, მან 167 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 ტიტული მოიგო, რის შემდეგაც “აიაქსში” გადავიდა. 2005 წელს, ოლეგერი ლუის არაგონესმა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. მიზეზი – ოლეგერი მიიჩნევს, რომ ის კატალონიელია და არა ესპანელი.
Vinmem icit romelime arxze tu ikneba dgevandeli legendebis matchi? Sad sheizleba vuyuro?