workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრეიშა: “დარწმუნებული ვარ გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს”

ფრეიშა: “დარწმუნებული ვარ გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს”

კატალონიური “ბარსელონას” მმართველობის ორგანოს წარმომადგენელმა ტონი ფრეიშამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ დარწმუნებულია ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში, იტყობინება “Marca”. მისი აზრით “ბარსა” წარმოუდგენელია მისტერ პეპის გარეშე.

“დარწმუნებული ვარ გვარდიოლა კონტრაქტს გაახანგრძლივებს. უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არსებობს. “ბარსელონა” ესპანელი სპეციალისტის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.” –განაცხადა ფრეიშამ.

როგორც მოგეხსენებათ პეპი “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელად 2008 წელს დაინიშნა. ამის შემდეგ მან კატალონიურ გრანდთან ერთად ძალიან ბევრს მიაღწია. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დამრიგებელი, რომელსაც ოდესმე მოუგია ჩემპიონთა ლიგა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ხოსეპის “წითელ–ბროწეულისფერებს” არცერთი “ელ კლასიკო” არ წაუგიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში