“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი გუნდის დამაჯერებელი სტარტით მოხიბლულია, მაგრამ მოდუნებას არ გეგმავს.
“ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ეტაპზე “რეალს” 7 ქულით გავასწრებდით, მაგრამ საკუთარ თავს არ მოვატყუებთ – ლა ლიგა ახლა იწყება. გახსოვთ, ჩვენი და “სამეფო კლუბის” დაპირისპირება აგვისტოში? ალბათ, მაშინ აუტსაიდერებივით გამოვიყურებოდით, მეტოქე კი ხელშეუხებელი ჩანდა. მადრიდული გუნდი ცოტათი მოეშვა, მაგრამ ის ფეხზე აუცილებლად წამოდგება.”-ამბობს რაკიტიჩი.




რა ბოროტებაა ;დდდდდდ
კარგია, რომ ასეთი მიდგომა აქვთ და თითოეულ თამაშზე მაქსიმალურად კონცენტრირდებიან.