მცირე ტრავმის შემდეგ, დღეს დილით, ანდრეს ინიესტა საწვრთნელ სესიას დაუბრუნდა.
”ალმერისთან” გამარჯვების შემდეგ, დღეს ”ბარსა” ვარჯიშს დაუბრუნდა და მთელი ყურადღება ”ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩზე გადაიტანა. ანდრესი ტრავმისგან სრულად განიკურნა და გაცდენილი კვირის შემდეგ კვლავ წვრთნას შეუდგა.
ჟოან გამპერის საწვრთნელ ბაზაზე ძირითადი გუნდის 18 ფეხბურთელი იმყოფებოდა. ვარჯიშებს კვლავ ვერ ესწრებიან ტრამვირებული ჯეფრენი და პუიოლი, პინტო კი ინდივიდუალური პროგრამით სპორტდარბაზში ვარჯიშობდა, რადგან გუშინდელი მატჩის შემდეგ მცირე დისკომფორტი აქვს.
ვარჯიშზე ასევე იმყოფებოდა ”ბარსა ბ–ს” ორი ფეხბურთელი, მეკარე ოიერი და ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა. გვარდიოლამ ასევე უხმო ”ხუვენირ ა–ს” ორ ფეხბურთელს, მარჯვენა მცველ, ალბერტ დალმაუს და მარცხენა გარემარბ,ხერარდ დეულოფეს.



