წარმოგიდგენთ “ბარსელონა” – “ჟირონას” მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს, ამ გუნდების უკანასკნელ შედეგებსა და მათ სატურნირო მდგომარეობას.
სავარაუდო შემადგენლობები (Sport):

უკანასკნელი შედეგები:

“ბარსელონა” – “ჟირონას” მატჩამდე, კატალონიური გუნდის სამივე კონკურენტი ჩაატარებს თავის შეხვედრას. თბილისის დროით 3 საათზე “ატლეტიკო” მეორე ადგილზე მყოფ “სევილიას” მიიღებს, მადრიდის “რეალი” კი “ალავესს” ეწვევა (18:15).
კატალონიური კლუბი 15 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 5 მატჩში 17 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.
ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარების მორიგი შანსი “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის მიეცემა, რომელიც მოცემულ მომენტში 9 გოლით პირველ ადგილს იკავებს.
რაც შეეხება “ჟირონას”, პაბლო მაჩინის შეგირდები საკუთარ კედლებში გამარჯვების შემთხვევაში გასავარდნ ზონას მოშორდებიან. ამჟამად, მათ ანგარიშზე 5 ქულაა.




ბიჭებო ატლეტიკო სევილიაზე რას ფიქრობთ?
ასეთი შემადგენლობით უნდა გამოვიდეთ:
ტერ შტეგენი
ვიდალი პიკე უმტიტი ალბა
პაულინიო რაკიტიჩი რობერტო
მესი სუარესი დენისი.
შემდეგ კი ცვლილებებზე
ალბა-დინი
პაულინიო-გომეში
დენისი-პაკო.
დღეს უეჭველად ვიგებთ დარწმუნებული ვარ.თან ყველა უშუალო კონკურენტი დღეს თამაშობს.
ატლეტიკო-სევილია მე ფრეს ვფიქრობ.
ალავესი-რეალი 2
მალაგა-ბილბაო 2.
სევილიამ თუ ქულები დაკარგა უკვე აშკარა ფავორიტები ვიქნებით საინტერესო დღეა.მესი და სუა შეყრიან დღეა ბლომად.კარს კი მშრალად შევინახავთ რაც უმთავრესია