ლა ლიგაში “ბარსელონას” ყველაზე პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” წარუმატებელ სტარტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ლიონელ მესის ძმა, როდრიგო მესი.
დედაქალაქელების “ბეტისთან” მარცხის (0-1) შემდეგ როდრიგომ სოციალურ ქსელში ამ მატჩში ბოლო წუთზე გასული გოლის ფოტო განათავსა წარწერით “ამაღამ ტკბილად დაგვეძინება” და პოსტს ხუმრობით რამდენიმე მოწყენილი ემოჯიც დაურთო.
აღსანიშნავია, რომ ეს “რეალისთვის” ლა ლიგაში პირველი მარცხი იყო სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული ელ კლასიკოს შემდეგ, რომელშიც გადამწყვეტი გოლი სწორედ როდრიგოს ძმამ გაიტანა.
მთავარია ჩვენ არ წავაგოთ უაზრო თამაშები, რისიც ძალიან მეშინია (გვჩვევია ეგეთი გმირობები სეზონის მიწურულისკენ).
რათქმაუნდა რეალის ყველა წაგება მიხარია მაგრამ ბარსამ მიმაჩვია რომ მშვიდად ყოფნა არ შეიძლება
მეორე პიკეა ეს.:დდდ
არ უნდა რა ეს უდინდილო ბავშვივით რეალის ყველა ფრეზე თუ წაგებაზე პოსტების დაყრა. რაც არ უნდა იყოს სამეფო კლუბია და დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლომდე ასე არ გაგრძელდება (მიუხედავად ჩემი სურვილისა). ასე რომ ცოტა დასტოინი საქციელია საჭირო და არა აცუნდრუკება.
ახლა მესის ძმამაც დაიწყო
მე დილით ვნახე და მაგრად გამისწორდა
Tkbilo dzilo movfrinav.ddd