25–ჯერ კატალონიელებმა ეს თასი მოიოპოვეს, ხოლო 10– ჯერ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. პირველი თასი “ბარსელონამ” 1910 წელს მოიპოვა, როდესაც “ესპანიოლი” დაამარცხა.
ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არ არის თუ სად ჩატარდება ფინალი, მაგრამ დიდი შანსია , რომ ჩატარდეს “ვალენსიას” სტადიონზე “მესტალიაზე”. სწორედ ამ სტადიონზე მოიპოვა 2009 წელს ესპანეთის თასი, როდესაც კატალონიელებმა “ატლეტიკი” დაამრცხეს 4:1, გოლები მესიმ, ბოიანმა ტურემ და ჩავიმ შეაგდეს.
რაც შეეხება პეპს, მისთვის ეს მე–7 ფინალია. უკვე მეორედ პეპი გავიდა “სამეფო თასის” ფინალში, ასევე ორჯერ გავიდა “ესპანეთის სუპერთასის” გათამაშების ფინალში. ერთხელ ჩემპიონთა ლიგის, საკლუბო ჩემპიონატის და ერთხელაც “ევროპის სუპერთასზე”. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგი ასეთი ახალგაზრდა მწვრთნელისათვის ძალიან დიდი წარმატებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გვარდიოლას 100% იანი შედეგი აქვს, თუკი მისი გუნდი ფინალში გადის, იგი ეუფლება ტიტულს. 6 – დან 6 მოგებული ტიტული, შთამბეჭდავია.



