ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “ეიბარი” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დიდი ანგარიშით დაამარცხა. ერნესტო ვალვერდემ ბასკურ კოლექტივს გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, მასკერანო, დინი, ბუსკეტსი, პაულინიო, ინიესტა, დეულოფეუ, მესი და დენისი.
სტუმრებმა მატჩის დასაწყისში სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში ვერ გახსნეს. პირველ ტაიმში “ეიბარი” უშედეგოდ ცდილობდა დაწინაურებას. სამაგიეროდ, პირველ ნახევარში მენდილიბარის შეგირდების კარი ლიონელ მესიმ და პაულინიომ აიღეს. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით კატალონიელებმა სტუმრებს აჯობეს (58-42), დარტყმები კი თანაბრად გადანაწილდა (4-4).

პირველი ტაიმის სტატისტიკა
კატალონიელთა დომინაცია გაგრძელდა. ზედიზედ მეორე მატჩში თავი დენის სუარესმა გამოიჩინა, 57-ე წუთზე კი მას ენრიხმა უპასუხა, რომელიც “ეიბარის” მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახდა – 3:1. ამ ყველაფერს ლიონელ მესის მორიგი მასტერკლასი მოჰყვა. არგენტინელმა მეტოქის კარში პოკერი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა – 6:1.

საბოლოო სტატისტიკა
“ბლაუგრანა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია (15ქ.) და მადრიდულ გრანდებს 7 ქულით უსწრებს. ხვალ “რეალი” “ბეტისს” უმასპინძლებს, “ატლეტიკო” კი ბილბაოს “ატლეტიკს” ეწვევა.




დეულოფეუს გარდა ყველამ მაგრად ითამაშა.ბარსა კარგად უტევდა მთელი მატჩი ბურთს არ აჩერებდნენ უაზროდ და მალე აჰქონდათ მეტოქის საჯარიმოში კარგი მატჩი გამოვიდა
გაიგიჟებს თორე მაგანაც 9 ბურთი არ გაიტანოს მაგ თამაშში მაგ ქეთინომ
:დდ ცხრა არა მაგრამ დუბლი რო უეჭველი იქნება გული მიგრძნიბს. თან წარმოდიგინე მესის პოკერის მერე რამოასვენებს
დარწმუნებული ვარ ბოღმა ახრჩობს და ვერ იძინებს
:დდ ღამის კოშმარი აქ
გაიგიჟებს თორე მაგანაც 9 ბურთი არ გაიტანოს მაგ თამაშში მაგ ქეთინომ
:დდ ცხრა არა მაგრამ დუბლი რო უეჭველი იქნება გული მიგრძნიბს. თან წარმოდიგინე მესის პოკერის მერე რამოასვენებს
რეალი ბეტისს მოუგებს და რონი ალბათ თავს გაიგიჟებს
გუგავა მოვა
გუგავა კი მოვა მარა მესი სხვა ძმაო რა 😀 რეალის ფანი რო ვიყო მაინც მაგრად გამიტყდებოდა მესის კარიერის დასრულება
მესი რო წავა მერე რა გვეშველება იმას ვფიქრობ