workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღის ფოტო: ყველა დროის საუკეთესო “სათადარიგოთა სკამი”

დღის ფოტო: ყველა დროის საუკეთესო “სათადარიგოთა სკამი”

როგორც მოგეხსენებათ ხოსეპ გვარდიოლამ ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. გუშინ “ხუენოს მედიტერანეოსზე” “ბარსელონას” თავის ისტორიაში საუკეთესო “სათადარიგოთა სკამი” ჰყავდა.

მარცხნიდან მარჯვნივ: ესპანეთის ნაკრების მეორე მეკარე ვიქტორ ვალდესი, თავდამსხმელი დავიდ ვილა, ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი (“ოქროს ბურთის” ფინალისტი), თავდამსხმელი პედრო როდრიგესი და მცველი ხერარდ პიკე (ყველა მსოფლიოს ჩემპიონი); მაღალი კლასის მცველი ერიკ აბიდალი და არგენტინელი ფორვარადი ლიონელ მესი (ზედიზედ ორჯერ “ოქროს ბურთის” მფლობელი).

აი სწორედ ამ ფეხბურთელებმა არ მიიღეს მონაწილეობა “ალმერიასთან” შეხვედრაში და “ბარსელონამ” ამის მიუხედავად მაინც 3:0 იმარჯვა. ეს მიუთითებს პირველ რიგში გვარდიოლას პროფესიონალიზმზე და შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელების ბრწყინვალე თამაშზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში