workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიდევ 3 “ელ კლასიკო” 2011 წელს

კიდევ 3 “ელ კლასიკო” 2011 წელს

“რეალსა” და “სევილიას” შორის, ესპანეთის სამეფო თასის 1/2-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქვეყნის 2 საუკეთესო კლუბი, “ბარსელონა” და “რეალი” გაეჯიბრებიან. გადამწყვეტ შეხვედრამდე გუნდებმა განსხვავებული გზა გავლეს. თუ ბილბაოს “ატლეტიკს” არ ჩავთვლით, “ბარსელონამ” ყველა მეტოქე იოლად დაამარცხა. რაც შეეეხება “რელს”, მადრიდელებს მხოლოდ პირველი ორი ეტაპის დაძლევა გაუადვილდათ. ფლეი-ოფის ბოლო რაუნდში, კატალონიელებმა “ალმერია” 8:0 გაანადგურეს, “რეალმა” კი “სევილიას” 3:0 სძლია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელებისთვის ანდალუსიელთა ბარიერის დაძლევა იოლი არ ყოფილა.

მაგრამ ამ ყველაფერს ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. უმნიშვნელოა, ვინ ვის და რა ანგარიშით მოუგო, როდესაც საქმე “ელ კლასიკოსთან” გვაქვს, მითუმეტეს ფინალში.

აპრილის შუა ნახევარში, ესპანური და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი დღესასწაული ელით. 4 დღის განმავლობაში, “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს 2-ჯერ გაეჯიბრებიან. 17 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, გუნდები მადრიდში შეხვდებიან ერთმანეთს, 20 აპრილს კი, მათი შერკინების მიზეზი ესპანეთის სამეფო თასი იქნება.

სამეფო თასზე, “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს 28-ჯერ შეხვედრიან. 14 მატჩი კატალონიელებმა მოიგეს, 9 – მადრიდელებმა, ხუთიც ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ამ ეტაპზე გუნდები 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 1936 წელს, ვალენსიაში, “რეალმა” “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა. 1968 წელს, მადრიდში, კატალონიელებმა მასპინძლებს 1:0 სძლიეს. 1974 წელს, ასევე მადრიდში, “სამეფო კლუბმა” “ბარსელონა 4:0 გაანადგურა, 9 წლის შემდეგ კი, სარაგოსაში, უკვე კატალონიელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 2:1. ესპანეთის თასზე ბოლო “ელ კლასიკო” 1990 წელს გაიმართა, როდესაც ვალენსიაში, “მესტალიას” სტადიონზე, “ბარსამ” “რეალი” 2:0 დაამარცხა. როგორც ხედავთ, ფინალურ მატჩებში, კატალონიელებს უპირატესობა აქვთ.

თასის ფინალში გასამართი მატჩი ერთადერთი დამატებითი კლასიკო არაა, რომელიც 2011 წელს გაიმართება. ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანეთის სუპერთასის მომდევნო გათამაშებაში, სწორედ “ბარსელონა” და “რეალი” შეხვდებიან ერთმანეთს. სუპერთასზე ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული ხვდება. თუ ორივე ტურნირი ერთმა გუნდმა მოიგო, მაშინ მას თასის ფინალისთან მოუწევს დაპირისპირება. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის ჩემპიონატი “ბარსამ”, ან “რეალმა” მოიგო, სუპერთასზე მათი შეხვედრა გარდაუვალია. დაგვეთანხმებით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ასეც მოხდება.

ასე რომ, წინ კიდევ 3 “ელ კლასიკოა”, რომლებიც, იმედია, ბოლო წლების დაპირისპირებების კვალს გაჰყვებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward