workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩის ახალი იმიჯი

ივან რაკიტიჩის ახალი იმიჯი

დღეს “ბარსელონამ” მადრიდში, “ხეტაფესთან” გასამართ მატჩამდე კიდევ ერთი სავარჯიშო სესია გამართა.

პრესის ყურადღების ქვეშ ხორვატი ნახევარმცველი მოექცა, რომელიც ერნესტო ვალვერდესა და მისი შეგირდების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. მისმა თმის ფერმა დიდი ალბათობით გასახდელში ხუმრობებიც გამოიწვია, როგორც მოგეხსენებათ, მან გუშინ adidas-ის ღონისძიებაში თმის ბუნებრივი ფერით მიიღო მონაწილეობა.

ხორვატის თმის ფერის ცვლილებაზე დიდი ალბათობით გავლენა ფეხბურთელის მეუღლემაც მოახდინა, რომელსაც აღნიშნული კუთხით პროფესიონალია.

შეგახსენებთ, რომ გუნდმა დღეს რაფინიასა და არდა თურანის გარეშე ივარჯიშა. ერნესტო ვალვერდემ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ხოაკინ ესკიეტაც გამოსცადა.

სახუმარო ტალღა, რა თქმა უნდა, ჟერარ პიკემ წამოიწყო, აქტიურობდნენ პაკო ალკასერი და ალეიშ ვიდალიც.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს მეკარეებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს, გუნდი კი სესიაზე ორ ნაწილად გაიყო. ფეხბურთელებს ლა ლიგის მეოთხე ტურისთვის მომზადება მცირე წვიმის თანხლებით მოუხდათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Guro messi
    schedule 16 სექ 2017, 09:44
    #5

    კაია უხდება იმედია როგორც თამაშობდა წინა ორი მატჩი ისე გააგრძელებს

  • TURBOO
    schedule 16 სექ 2017, 01:08
    #4

    ციტატა: Andrés Iniesta
    უნივერსალზე გავა?


    სილკ სპორტ 1 ზე იქნება,უნივერსალზე არა

  • Andrés Iniesta
    schedule 16 სექ 2017, 00:46
    #3

    უნივერსალზე გავა?

  • Don Andres Iniesta
    schedule 15 სექ 2017, 23:28
    #2

    უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო კვირის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
    მეკარე: ალისონი ("რომა").
    მცველები: დავიდე ზაპაკოსტა ("ჩელსი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი").
    ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ფელიპე პარდო ("ოლიმპიაკოსი"), მარუან ფელაინი ("მანჩესტერ იუნაიტედი").
    თავდამსხმელები: ედინსონ კავანი ("პსჟ"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი").

    shemdgenis …..

  • arakham
    schedule 15 სექ 2017, 22:55
    #1

    უხდება 😀