”ოსასუნას” თავდამსხმელმა, ვალტერ პანდიანიმ განაცხადა, რომ მას არ მოეწონა მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველის, კრისტიანუ რონალდუს ქცევა, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს ”ოსასუნა” და ”რეალი” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ”ოსასუნას” სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
”კრისტიანუ რონალდუმ უნდა ისწავლოს მესისგან და შეეშვას ასეთ თავხედურად მოქცევას. რაც შეეხება ჯარიმას (602 ევროს ოდენობით), რომელიც კლუბს დააკისრეს იმის გამო, რომ ტრიბუნებიდან დამატებითი ბურთები შემოაგდეს მოედანზე, ის უნდა გადაიხადოს რონალდუმ. სწორედ მან ისროლა ბურთი ტრიბუნისკენ.” – განაცხადა პანდიანიმ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას ”ოსასუნას” გულშემატკივრებმა დამატებითი ბურთი რამდენჯერმე შემოადგეს მოედანზე, რის გამოც მსაჯმა თამაში რამდენჯერმე შეაჩერა.



