კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი დარწმუნებულია, რომ ლონდონის ”არსენალის” კაპიტანი მომავალში ”ბლაუგრანას” შემადგენლობაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში ეს საკითხი აქტიურად განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ თავად სესკსაც სურდა კატალონიაში დაბრუნება, თუმცა ”მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა.
”დარწმუნებული ვარ, რომ ფაბრეგასი ”ბარსელონაში” ითამაშებს, ვინაიდან ეს მისი სურვილიცაა. ადამიანის ცხოვრებაში ოცნებები დიდ როლს თამაშობენ, ხოლო სესკი ”ბარსაში” თამაშზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, რომ ”ბარსამ” და ”არსენალმა” შეთანხმებას მიაღწიონ. სამწუხაროდ, ამ საკითხის გადასაჭრელად საკმარისი არაა არც ჩვენი და არც ფაბრეგასის სურვილი.”– განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ ”არსენალი” და ”ბარსელონა” ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.



