ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე უერთდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ პრიმერა დივიზიონში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი მიუხედავად “ბარსელონას” 7 ქულიანი უპირატესობისა “რეალის” მიმართ.
“წინ კიდევ 17 თამაშია, სადაც გათამაშებულ იქნება 51 ქულა, ეს ცოტა არაა. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ “ბარსელონას” შეექმნა პრობლემები ბოლო შეხვედრაში, “ერკულესთან”. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ფეხბურთში ძნელია ყველა მატჩის მოგება. რაც შეეხება “რეალის” და “ბარსას” შედარებას, ორივე გუნდი დომინირებს ყველა ჩემპიონატში მიუხედავად განსხვავებული თამაშის სტილისა.” –განაცხადა დელ ბოსკემ.
როგორც იცით ბოსკე გახდა ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც შეძლო და “ბლაუგრანას” და “თეთრების” ფეხბურთელებს ერთად ბრწყინვალე ფეხბურთი ათამაშა. მან ისტორიაში პირველად მოაგებინა ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი.



