workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი სიმონსს Instagram-ზე თითქმის 500 ათასი გამომწერი ჰყავს

ჩავი სიმონსს Instagram-ზე თითქმის 500 ათასი გამომწერი ჰყავს

“ბარსელონას” ამომავალ ვარსკვლავს, ჩავი სიმონსს, სოციალურ ქსელ Instagram-ზე თითქმის უკვე ნახევარი მილიონი გამომწერი ჰყავს. მადრიდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 14 წლის ნახევარმცველმა, ამ მაჩვენებლით, უკვე გადაასწრო ისეთ ცნობილ ესპანელ ფეხბურთელებს, როგორებიც ბოიან კრკიჩი, ხესუს ნავასი, ხოაკინი, ლუკას პერესი და იკერ მუნიაინი არიან.

ესპანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ გახდა ახალგაზრდა ფეხბურთლი ასეთი პოპულარული. აღმოჩნდა, რომ სიმონსს, რომელმაც სოციალურ ქსელში აქაუნთი 2015 წლის ბოლოს შექმნა, ივლისში 300 ათასი გამომწერი ჰყავდა, აგვისტოში კი ამ ციფრმა 400 ათასს გადააჭარბა. Instagram-ის ექსპერტის, მანუელ მორენოს განმარტებით, სიმონსის ანგარიშს პროფესიონალები მართავენ.

რამდენიმე დღის წინ ჩავი სიმონსის აგენტი მინო რაიოლა გახდა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის, მარიო ბალოტელის და სხვა ცნობილი ფეხბურთელების ინტერესებს იცავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • WinGs
    schedule 08 სექ 2017, 17:05
    #11

    ციტატა: ANRIBARCA
    არ მიყვარს ფეხბურთელი უფრო მეტს იმიჯზე რომ ზრუნავს ვიდრე ფეხბურთზე, 14 წლის მესი იმდენს შრომობდა სად ეცალა ინსტეგრამისთვის, მაგრამ დღეს ყველაფრიდან ფულის გამომუშავებას ცდილობენ.


    გეთანხმები, 14 წლის პელესაც არ ეცალა ინსტაგრამისთვის grin

  • Guro messi
    schedule 07 სექ 2017, 16:10
    #10

    ეს და კლუივერტი ბარსას მომავალი ლეგენდები არიან

  • Bakero
    schedule 07 სექ 2017, 15:57
    #9

    ვიდეოში რაც ადრე ვნახე ძალიან მაგარია ყველანაირად ხელი უნდა შეუწყონ რომ ბარსაში დარჩეს ტალანტია ნამდვილად

  • vaso-BARCA
    schedule 07 სექ 2017, 12:57
    #8

    ეს ბიჭი აქ უნდა იყოს.ბარსას მომავალია და მოაშორონ ის მძორი რაიოლა

  • BEKA84
    schedule 07 სექ 2017, 09:11
    #7

    გაყიდიან 3 მლნ და მერე იყიდიან 120 მლნ ფულს ათეთრებენ ეს ბოზები!!!

  • data cule
    schedule 07 სექ 2017, 09:00
    #6

    509 foloweri yavs ukve

  • zura-barca
    schedule 07 სექ 2017, 06:33
    #5

    მომავალი რონალდინიო. smiley kissing_heart

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 07 სექ 2017, 02:39
    #4

    იმედია ამას მაინც შევინარცვუნებთ და არ გავუშვებთ

  • roninika007
    schedule 07 სექ 2017, 01:24
    #3

    ციტატა: ANRIBARCA
    არ მიყვარს ფეხბურთელი უფრო მეტს იმიჯზე რომ ზრუნავს ვიდრე ფეხბურთზე, 14 წლის მესი იმდენს შრომობდა სად ეცალა ინსტეგრამისთვის, მაგრამ დღეს ყველაფრიდან ფულის გამომუშავებას ცდილობენ.


    მესის დროს სად იყო ინსტაგრამი 😀 😀 😀

  • 10 leo
    schedule 07 სექ 2017, 00:58
    #2

    აი ნაღდი ტალანტი ამბიჭს ყველანაირად უნდა შეუწყონ ხელი განვიტარებაში,იდიალური იქნება ბარსასთვის მომავალში.

  • ANRIBARCA
    schedule 07 სექ 2017, 00:58
    #1

    არ მიყვარს ფეხბურთელი უფრო მეტს იმიჯზე რომ ზრუნავს ვიდრე ფეხბურთზე, 14 წლის მესი იმდენს შრომობდა სად ეცალა ინსტეგრამისთვის, მაგრამ დღეს ყველაფრიდან ფულის გამომუშავებას ცდილობენ.