პინტო და კეიტა არიან ერთადერთი ფეხბურთლები, რომლებმაც თასზე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, ხოსე მანუელმა ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება კეიტას, მან რამდენიმე თამაში ბოლომდე არ ჩაატარა, ანუ შეცვლილი იქნა მთავარი მწვრთნელის მიერ.
სავარაუდოა, რომ “ბარსელონა” გავა ფინალში, სადაც ასევე სავარაუდოდ “რეალს” დაუპირისპირდება. “ელ კლასიკო” შესაძლოა თასის ფინალში შედგეს, გვარდიოლამ განაცხადა, რომ თასზე მეკარე ხოსე მანუელ პინტო იქნება, რადგანაც იგი ესპანეთის თასზე შეუცვლელი მეკარეა.
რაც შეეხება მალელ ფეხბურთელს, მან 7 თამაშიდან 4 ძირითადში დაიწყო, ხოლო სამში შეცვლაზე შემოვიდა. კეიტა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გვარდიოლასთვის და მას ეს არაერთხელ უთქვამს, მან თასზე 2 გოლის გატანა მოახერხა. სავარაუდოა, რომ კეიტა ხვალაც ითამაშებს “ალმერიას” წინააღმდეგ.
ამ ორი ფეხბურთელის შემდეგ ყველა მეტი დრო მოედანზე თასზე თამაშების დროს დაჰყვეს: მაქსველმა(507), პედრო (499), ადრიანო (432), მესი (422).