workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი სათასო “პიჩიჩისთვისაც” იბრძვის

მესი სათასო “პიჩიჩისთვისაც” იბრძვის

ლეო მესის წელს ფენომენალური შედეგი აქვს , მან უკვე შეძლო 37 გოლის გატანა მიმდინარე სეზონში. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 47 გოლია, რომელიც წინა სეზონში გაიტანა, მხოლოდ 10 გოლი გასაუმჯობესებლად, ყველა ხვდება, რომ შარშანდელი მისი რეკორდი გაუმჯობესებული და დამხობილი იქნება სულ მალე. 

ლეო მესი ბომბარდირთა დავაში ყველა ტურნირზე წამყვან პოზიციებს იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე, ლეოს 6 ბურთი აქვს და მეორე პოზიციას იკავებს, მას ყოფილი თანაგუნდელი სამუელ ეტო’ო უსწრებს. რომელსაც 7 ბურთი აქვს გატანილი. რაც შეეხება ლა ლიგას, აქ ლეოს 21 ბურთი აქვს და მხოლოდ ერთით ჩამორჩება პორტუგალიელ კრისტიანო რონალდუს, ხოლო რაც შეეხება სამეფო თასს აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, მესი ერთპიროვნულად ლიდერობს, მას 7 ბურთი აქვს გატანილი, მეორე ადგილზე პორტუგალიელი ფორვარდი და მადრიდის “რეალის” 7–იანი იკავებს, რომლის ანგარიშზე 6 ბურთია. 

მესის სულ თასზე 17 ბურთი აქვს, საუკეთესო შედეგი მისი 2008/09 წლებში იყო 6 გოლი, ახლა ეს შედეგი გაუმჯობესებულია არგენტინელი ვარსკვლავის მიერ.

აღსანიშნავია, რომ ლეო მესი “ალმერიას” წინააღმდეგ არ ითამაშებს, რადგანაც “ბარსელონა” ერთი ფეხით უკვე ფინალში, ამიტომაც გვარდიოლამ მას დასვენების საშუალება მისცა. რაც შეეხება რონალდუს მას აქვს შანსი რომ გადაასწროს ან გაუთანაბრდეს მესის გოლების მხრივ, იგი სავარაუდოდ ითამაშებს “სევილიას” წინააღმდეგ.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში