სოლერისა და ფერნანდესის პრესკონფერენცია

სოლერისა და ფერნანდესის პრესკონფერენცია

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, “ბარსელონას” დირქტორებმა, ალბერტ სოლერმა და რობერტ ფერნანდესმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც კლუბის მიერ განხორციელებულ და ვერგანხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრეს.

გადადგომა

ალბერტ სოლერი: “კლუბის დირექტორები არ გადადგებიან. ეს მაშინ მოხდება, როდესაც რაიმე მიზანს ვერ მივაღწევთ. ასეთი რამ კი არ მომხდარა.”

ფილიპე კოუტინიო

ალბერტ სოლერი: “ბოლო კვირებში რამდენიმე შეთავაზების გაკეთების შემდეგ, გუშინ, “ლივერპულმა” 200 მილიონი მოითხოვა. კლუბს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით.”

ლიონელ მესი

ალბერტ სოლერი: “მსგავს საკითხებზე განცხადებას შეთანხმების შემდეგ ვაკეთებთ ხოლმე. ფორმალური მხარის მოსაგვარებლად მცირე დეტალებიღაა დარჩენილი.”

ნეიმარი

ალბერტ სოლერი: “ფაქტია, რომ ნეიმარმა კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და საკუთარი თავი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ამის შემდეგ, ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ფული გვქონდა. ჭორების გავრცელება ივლისის დასაწყისში დაიწყო. არც პრეზიდენტმა და არც მე არ ვიცოდით, რომ ის მიდიოდა. მე მაქვს შეეტყობინება, სადაც საუბარია ნეიმარის წასვლაზე. საბედნიეროდ, WatsApps-ს თარიღები აქვს. ეს შეტყობინება 19 ივლისითაა დათარიღებული და არა იანვრით, ან მარტით.”

უნდობლობის გამოცხადება

ალბერტ სოლერი: “კლუბის წევრებს უფლება აქვთ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკეთესი დრო სეზონის ბოლო იქნებოდა.”

ჟერარ დეულოფეუ

რობერტ ფერნანდესი: “ლა მასიას” აღზრდილი ფეხბურთელის პროგრესს “ევერტონსა” და “მილანში” ვაკვირდებოდით. მის დაბრუნებაზე ყველა შევთანხმდით. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.”

ნელსონ სემედუ

რობერტ ფერნანდესი: “ჩვენი პრიორიტეტი ტექნიკური და ჩქარი მარჯვენა მცველის შეძენა იყო და არჩევანი სემედუზე შევაჩერეთ. ეს ფეხბურთელი მწვრთნელსაც მოსწონდა.”

პაულინიო

რობერტ ფერნანდესი: “გუანჩჟოუში” მის პროგრესს მუდმივად ვაკვირდებოდით. სიცრუეა, რომ ის სათანადო დონის ფეხბურთელი არაა. ის გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც ბევრს აზრს შეაცვლევინებს.”

მარლონი, დუგლასი, სამპერი, მუნირი

რობერტ ფერნანდესი: “დარწმუნებულები ვართ, რომ რამდენიმე მათგანი ამ სეზონში გაიზრდება და დაგვიბრუნდება.”

ტომას ვერმალენი

რობერტ ფერნანდესი: “რომაში” საკმარისი სათამაშო დრო არ მიუღია, მაგრამ ის მაღალი დონის ფეხბურთელია. მისი გვწამს. მწვრთნელი მისით ძალიან კმაყოფილია.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (24)

  • Rivaldo2310
    02 სექ 2017, 23:38

    Tavshisacemad araa saqme jerjerobit da rac bartomeua orezidenti daakvirdit regresi sazezea da uniato xrlisuolebaa romelic veranair kritikas ver uzlebs da tan unamusoebic yopilan da miuchenen tavis adgils amat

  • Guro messi
    02 სექ 2017, 19:11

    გადავაყენებთ ამ ხელმძღვანელობას.ლაპორტა მინდა აუცილებლად ეგ უნდა მოვიდეს

  • jovana
    02 სექ 2017, 18:48

    ციტატა: gio-rakitich

    ციტატა: rivaldo80
    აუ ბიჭო რა გლოვაა თითქოს მილანი ვიყოთ მართლა…))) ნ1 ფეხბურთელი გყვავს გუნდში…ერთერთი ყველაზე მაგარი 9 ნომერი უნიჭიერესი დემბელე ლეგენდა ინიი თუნდაც 33 წლის ბუსი თავის საქმის ოსტატიი…ტქვენ ხო კარგად ხართ??? ვნახოთ ვნახოთ გიმახსოვრებთ ყველას სამ თვეში ვინ სად იქნება სატურნირო ცხრილში არ დავინახო თქვენი მტირალა სიფატები კომენტრებშიი მერე ქება დიდება გუნდის …))))) არ წაიგეს ტვინიიი დაგრიეს გუნდი არა ის კიდე ხავი წავიდა ზააან დაგვეტყო წავიდა ნეი იასნად დაგვეტყობოდაა…ბოდვებშია ხალხი რაა…ვსიო აღარ ვარგა ბარსა ნეტა მართლა სხვა გუნდების ფანები გახდეთ დავრჩებით ისევ ისენი ვინც ამაზე უარეს ბარსას ვქომაგობდით..


    კრისტალს ბაზრობ ძმაო,არც თუ ისე თავშისაცემადაა საქმე და აი კოუ კიდევ 200მილიონი არ ღირს


    Aq darwmunebjuli var90% mesis epoqidan balesbikobs bascas, arc emaxsovreba bevsr rivaldo kluivertis droindeli, iseti legendaruli gundi sheileba agarc gvyvavdes rav 2009-2015 wlebshi gvyvavda. Nu getanxmebi dzma dzaan kargi da konkirentunariani gundi gvybavs exlac da milans rogor adareben, romelmac yvela lideri gayida da fuli ishova. Xeirianad gundi saqmeshi ar gvinaxia jer da glovaa martlac ukve. Shea sezonshi gamochndeba vis ra sheulia da davelodot. Me magar imedianad var da sxisi ar vici

  • rivaldo80
    02 სექ 2017, 17:42

    აუ ბიჭო რა გლოვაა თითქოს მილანი ვიყოთ მართლა…))) ნ1 ფეხბურთელი გყვავს გუნდში…ერთერთი ყველაზე მაგარი 9 ნომერი უნიჭიერესი დემბელე ლეგენდა ინიი თუნდაც 33 წლის ბუსი თავის საქმის ოსტატიი…ტქვენ ხო კარგად ხართ??? ვნახოთ ვნახოთ გიმახსოვრებთ ყველას სამ თვეში ვინ სად იქნება სატურნირო ცხრილში არ დავინახო თქვენი მტირალა სიფატები კომენტრებშიი მერე ქება დიდება გუნდის …))))) არ წაიგეს ტვინიიი დაგრიეს გუნდი არა ის კიდე ხავი წავიდა ზააან დაგვეტყო წავიდა ნეი იასნად დაგვეტყობოდაა…ბოდვებშია ხალხი რაა…ვსიო აღარ ვარგა ბარსა ნეტა მართლა სხვა გუნდების ფანები გახდეთ დავრჩებით ისევ ისენი ვინც ამაზე უარეს ბარსას ვქომაგობდით..