workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გამოკვეთილ ცენტრფორვარდს ეძებს

ბარსელონა გამოკვეთილ ცენტრფორვარდს ეძებს

bolt მოკლედ
"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის დამატებას იმ შემთხვევაშიც შეეცდება, თუ ხულიან ალვარესს გაიფორმებს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რომელიც ესპანურ გამოცემა Mundo Deportivo-ს ეყრდნობა, “ბარსელონაში” კარგად აცნობიერებენ იმ დიდ დანაკლისს, რაც გუნდმა რობერტ ლევანდოვსკის წასვლით განიცადა. პოლონელი ფეხბურთელის სახით კატალონიურმა კლუბმა შემადგენლობაში ერთადერთი ნამდვილი, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი დაკარგა.

შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობის სატრანსფერო სტრატეგია ნათელია. იმისგან დამოუკიდებლად, გამოვა თუ არა ხულიან ალვარესის ტრანსფერი, “ბარსელონა” აქტიურად გააგრძელებს ცენტრფორვარდის მოძიებას, რომელიც მეტოქის საჯარიმოში თამაშსა და მომენტების რეალიზებაზე იქნება ორიენტირებული.

შესაძლოა, კლუბს ამაში გამოადგეს ის სია, რომელიც კატალონიელებს ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევისთვის აქვთ შედგენილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 ივლ 2026, 12:11
    #2

    როგორ დავიჯერო ახალგაზრდა ფორვარდები არ არსებობდნენ, მოვიყვანოთ ახალგაზრდა და სანამ მოიხოდება იმდენი შემტევები გვყავს პირველ წრეს მაინც გავქაჩავთ.

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 21 ივლ 2026, 18:17
    #1

    ლაპორტას დდშვც, ღლე ზანგებს დაზდევს და ამ დროს რეალი მგონი როდრისაც იმატებს. ჩამშლელი არაგვყავს, ძალად ჩამშლელი ქეთინო დეიონგი გვყავდა და იმასაც დედამოეხნა, გაანძრიონ დრაკები და როდრი დაიმატონ, ცენტრი მოხოდონ მაგრად და დაცვასაც ეშველება. ღიაკარის დღეები რომაა ცენტრში მაგიტომაა მთელი დაწოლა დაცვაზე და შეცდომებიც იმატებს.