კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელ შემტევზე, ანხელ დი მარიაზე გადაერთო.
როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი გილემ ბალაგე გვატყობინებს, “ბარსელონას” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უახლოეს წუთებში არგენტინელის ტრანსფერი დაადასტუროს, დი მარიას გარემოცვა ამ დროისათვის “კამპ ნოუზე” იმყოფება.
ესპანური გაზეთები იუწეყებიან, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” არგენტინელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს პლიუს ბონუსებს იხდიან.


