ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება და “ბარსელონა” კვლავ არ აპირებს ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის ასე მარტივად დათმობას.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” მერსესაიდულ კლუბს ახალი შეთავაზება სულ რამდენიმე წუთის წინ გაუგზავნა, რომელიც ბონუსებთან ერთად 150 მილიონ ევრომდეა.
კატალონიელთა ხელმძღვანელობა ამ ტრანსფერს პოზიტიურად უყურებს, თუ “ლივერპული” ისევ უარს იტყვის, “ბარსელონა” მაინც არ დანებდება და ბრძოლას ხვალ განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 02:00 საათზე იხურება, თუმცა ესპანეთში ეს ერთი დღით გვიან მოხდება.



