Sport: ბარსელონა ტომას ლემარს მიუბრუნდა

Sport: ბარსელონა ტომას ლემარს მიუბრუნდა

სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და კლუბებიც მოლაპარაკებებს უფრო და უფრო ინტენსიურად მართავენ. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ბოლო საათებში ლემარის ტრანსფერის დაჩქარება სცადა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად განიხილება.

ბრაზილიელი ფეხბურთელის სათადარიგო ვარიანტად კატალონიაში სწორედ ლემარი და პაულო დიბალა განიხილებიან. თუმცა ცხადია, რომ ყველა თვალსაზრისით, ლემარის ტრანსფერი გაცილებით უფრო მარტივი გასაჩარხი იქნება.

21 წლის ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევროა – ეს თანხა ფრანგულ კლუბს უკვე შესთავაზა “ლივერპულმა”. ესპანური პრესის ცნობით კი “ბარსელონა” საქმეში ჩაება კოუტინიოს ტრანსფერის მრავალჯერ დაბლოკვის შემდეგ.

ტომას ლემარი “მონაკოს” “კაენიდან” 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ახლა სპეციალიზებული ვებ-გვერდის Transfermarket-ის თანახმად მისი ფასი 24 მილიონი ევროა. მიუხედავად ამისა, ევროპული კლუბების ინტერესმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ღირებულება საგრძნობლად გაზარდა.

კატალონიური გრანდი უკვე დაუკავშირდა “მონაკოსაც” და ფეხბურთელსაც შესაძლო ტრანსფერის თაობაზე და ორივე შემთხვევაში პოზიტიური პასუხი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე კოუტინიო კვლავ რჩება “ბარსას” პრიორიტეტად, სატრანსფერო ფანჯრის დასასრულის მოახლოება კატალონიელებს ალტერნატივების განხილვისკენ მოუწოდებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • Guro messi
    schedule 30 აგვ 2017, 21:06
    #27

    კოუ მოვა ბარსაში

  • T-BLauGrana
    schedule 30 აგვ 2017, 18:39
    #26

    რა თქმა უნდა კოუ ძალიან მინდა ბარსაში მაგრამ თუ თავი გაიგიჟა ლივერმა, მაშინ მაგ თანხაში ლემარი და პერსპექტივისთვის გორეცკა მოიყვანონ

  • messi.95
    schedule 30 აგვ 2017, 17:46
    #25

    ლივერპული და ბარსა რაღაც ბინძურ თამაშს თამაშობენ )

  • julian_draxler
    schedule 30 აგვ 2017, 17:46
    #24

    აუ არუშვებენ ამ კოუტინიოს და შეეშვან ჯობია არანაკლებია ლემარი ვისასც აქ ამის თამაშები ნანახი. 80 მილიონზე თუ უარი უთხრეს ლივერპულს ღირს ეს ბიჭი 100 არცუნდა დაენანოთ

  • m0nk
    schedule 30 აგვ 2017, 17:42
    #23

    ციტატა: basa7

    ციტატა: m0nk

    ციტატა: basa7

    ციტატა: m0nk
    ან რა ფასები ადევთ მართლა ამ მონაკოს ფეხბურთელებს რომლებმაც ერთი წელი ითამაშეს. ვინ არი ლემარი, მართლა ვინც უძლიერესი იყო ბერნარდო სილვა ის სიტიმ დაითრია ეგრევე 50 მილიონად და ლემარი 80 იო მბაპპე 180 იო 😀


    ლემარიც არანაკლები იყო მონაკოში და თუ მონაკოს თამაშებს უყურენდი სამ წამყვან ფეხბურთელს შორის ერტი ლემარი იყო. ბერნანდო სილვაც ერთი წელია რაც გამოჩნდა სხვათაშორის

    აუ კომენტარებს ვკითხულობ და დარწმუნებული ვარ 90 პროცენტს ნანახიც კი არაა აქვთ ამის თამაში რა


    სისტემატიურად არ ვუყურებდი და არც მაინტერესებს სიმართლე რო გითხრა , ვიცი რო ერთი წელია რაც გამოჩნდა და მეც ალბათ როგორც უმრავლესობამ ამ ერთ წელში შევამჩნიე ბერნარდო სილვა და სხვებიც და დავინახე ის რის გამოც ვამბობ რო უძლიერესი ფეხბურთელია . ანუ იმის თქმა გინდა რო ლემარი ორჯერ ძვირი უნდა ღირდეს და მბაპე სამჯერ? არ ვამბობ რო ცუდია უბრალოდ კოუტინიოს ალტერნატივად არ მომწონს 🙂 და არც ფასი მომწონს


    ფასი არც კოუტინიოსი არ მომწონს და დამეთანხმები რომმაგისი მაქსიმუმი ფასი 80 მილიონია, ამისი კი სადგაც 45/50 მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი. კოუტინიო თუ არ გამოდის ეს იდეალური ვარიანტია. ამს კოუტინიოსთან შედარებით ის პლიუსი აქ რომ ართმევაც შეუძლია. თან 21 წლისაა და მართლა დიდი პოტენციალი აქ. შეიძლება ორ სამ წელიწადში აჯობოს კიდეც კოუტინიოს.


    ხო გასაგებია, მაგას არც მე გამოვრიცხავ, არ გეკამათები და არ ვამბობ რო დებილია )) პროსტა დღევანდელ მდგოამრეობაშI გვჭირდება უფრო გამოცდილი , შემდგარი ვარსკვლავი იმიტო რო წელსვე იბრძოლოს გუნდმა დიდი მიზნებისთვის , ჩემი აზრით კოუტინიოს შეუძლია ბარსა გააძLიეროს და შემატოს ის რაც არ აქვს ამ წუთას და მაგიტო მინდა კოუტინიოს მოსვლა თორე 160 იც ძვირია და 100 იც მართალია. ანუ მე მირჩევნია 160 გადაიხადონ და მოიყვანონ ვიდრე 80ად ლემარი მეტი არაფერი.

  • grizmann
    schedule 30 აგვ 2017, 17:37
    #22

    ეჰ საიდან სად

  • sany
    schedule 30 აგვ 2017, 17:37
    #21

    Mec momwons es bichi magram ra yvela saswauli tanxa gaxda im xalipas bralia unda dasxo erti kisershi mag nagavs