“ბარსელონას” ფორვარდი, მუნირ ელ ჰადადი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. “ტორინომ” კატალონიურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა, იტყობინება Diario Sport.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. მოცემულ მომენტში კლუბებს მხოლოდ ერთი საკითხი არ აქვთ გადაწყვეტილი: იქნება თუ არა ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი ჩართული.
“ბარსელონას” აგრეთვე წინადადება “კრისტალ პალასისგანაც” აქვს. ინგლისური გუნდის თავკაცს, ფრანკ დე ბურს ელ ჰადადის შესაძლებლობები ხიბლავს და მისი შეძენა სურს.
თავად შემტევს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
გაუშვან
კიდე ვერ გავიგე ამ სტატიიდან ტრანფერი ხორციელდება თუ იჯარით გადადის?
“ტორინომ” კატალონიურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა, და ამის მერე წერთ რო: “ბარსელონას” აგრეთვე წინადადება “კრისტალ პალასისგანაც” აქვს. ანუ როგორ გავიგოთ მიდის ტორინოში თუ ახლა კრისტალ-პალასთან უნდა ილაპარაკონ? და როდისღა, ხვალ იკეტება სატრანსფერო ფანჯარა, თუ ისევ ბარსაში ტოვებენ ეგეც გაგვაგებინეთ.