ფრანგმა მცველმა ლეგენდარულ ”უემბლის” სტადიონზე 17 ნოემბერს, ინგლისი – საფრანგეთის მატჩის დროს ითამაშა და დარწმუნებულია, რომ 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
ერიკ აბიდალი ძალიან მოდური ადამიანია. ”ბარსელონაში” თავის მე-4 სეზონში მან ფორმის პიკს მიაღწია, თუმცა ამას ძნელად აღიარებს. ამასთან ერთად მან პირველად გამოიჩინა თავი და გაიტანა პირველი გოლი. ფეხბურთის გარდა ფრანგი ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მომავალზე, ცხოვრებაზე… და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა საკუთარი იუმორის თანხლებით.
– შეძლებს გუნდი პირველ წრეში აღებულ რიტმში გააგრძელოს თამაში?
– ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, თუ ტიტულების მოგება გვსურს.
– რომელმა გუნდმა გაგაკვირვა ამ სეზონში ყველაზე მეტად?
– ”ბარსამ”! ყოველი სეზონის შემდეგ ჩვენ გაცილებით უკეთ ვთამაშობთ და ეს ადვილი არ არის.
– ”ბარსას” შემთხვევაში ეს ნორმალურად ითვლება…
– დიახ, მაგრამ ჩვენ ყოველ სეზონში ვიზრდებით და სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს?
– ისეთი შეგრძნება არის, თითქოს ძირითად შემადგენლობას და სათადარიგოებს შორის დიდი სხვაობაა…
– არ მომწონს სიტყვა ”ძირითადი”, მე გუნდს მთლიანობაში აღვიქვამ. რა თქმა უნდა არიან ფეხბურთელები, რომლებიც სხვებზე მეტს თამაშობენ, მაგრამ ტიტულებს ჩვენ ერთად ვიგებთ.
– სამივე გოლი, რომელიც გატანილი გაქვს თასზე გაიტანეთ. ორი საფრანგეთის და ერთი ესპანეთის თასზე. ეს თქვენი შეჯიბრია?
– მე ყოველთვის თასზე ვიტან, მაგრამ ყველაზე კარგი ”ატლეტიკთან” გატანილი გოლი იყო, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ძალიან მახარებს.
– გოლის გატანამდე თქვენ აგრესიულად თამაში დაიწყეთ…
– მე ყოველთვის მცველის მენტალიტეტი მქონდა და ვასრულებდი ამ ფუნქციებს ყველა გუნდში, სადაც კი მითამაშია. ახლა კი გოლის გატანის სურვილი მქონდა. ”facebook”-ზე ჩემი მეგობრების მხარდაჭერის გამო გადავწყვიტე თამაშისთვის სხვაგვარად შემეხედა და წინ უფრო მეტად წავსულიყავი, თუკი გატანის საშუალება მექნებოდა.
– თქვენ გინდათ გვითხრათ, რომ სოციალური ქსელების მხრიდან ზეწოლამ იმოქმედა?
– არა, მხოლოდ ამან არა. ”ბარსაში” მარჯვენა ფრთაზე ხშირად მოქმედებენ ლეო და ალვეში. ამავდროულად მარცხენა ფლანგზე ვილია და ინიესტა მოქმედებენ და მეტი ყურადღება ერთიერთზე თამაშს ეთმობა. როცა ვგრძნობ, რომ კარგი ფეხბები მაქვს და გული კარგად მუშაობს სულ იმაზე არ უნდა ვიფიქრო, რომ წინ წავიდე. მთელი მსოფლიო კითხულობდა, თუ როდის გაიტანდა აბიდალი, ახლა ყველა გაჩერებულია.
– შემდეგ დღეს თქვენ გაზეთების პირველ გვერდზე იყავით…
– და შემდეგ მატჩში კიდევ გავიტანე! მაგრამ თამაშგარე დააფიქსირეს, მხოლოდ 20 სანტიმეტრით წინ ვიყავი… (იცინის)
– შემდეგი ეტაპი პენალტის გატანა იქნება?
– არა, ეს გოლები არ ითვლება. პენალტები თავდამსხმელებისთვისაა, რათა სეზონის ბოლოს საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ. ვარჯიშებზე მათ ამისთვის ავარჯიშებენ, მე კი ასეთ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიმიღია.
– წესით ”ატლეტიკთან” მატჩის შემდეგ თქვენი ტელეფონი ზარებით გასკდებოდა?
– უფ, უფრო სწორად ჩემი მეუღლის ტელეფონი, რადგან მე ტელეფონით საუბარი არ მიყვარს. თუკი ტელეფონით ბევრს საუბრობ პირისპირ შეხვედრისას სალაპარაკო არ გრჩება.
– ამ გოლმა უფრო მეტად თავდაჯერებული გაგხადათ?
– მე ვარჯიშებზეც გამაქვს და ბოსი მეუბნება: ”შენ რაღაცისგან გათავისუფლდი”, მე კი ვპასუხობ: ”ნამდვილდა, ჩემი ფეხებისგან”. მე თუ კარგ ფორმაში ვარ ეს იმის დამსახურებაა, რომ გუნდი თამაშობს კარგად. როცა საქმეები კარგად არ მიდის საკუთარი თავის რწმენაც იკარგება.
– რომელი შექება მოგეწონათ ყველაზე მეტად?
– ”ოქროს ბურთი” და ”პიჩიჩი” აბიდალს. (იცინის)
– ახლა კარიერაში საუკეთესო დროება გიდგათ?
– ეს ყველა დანარჩენმაც უნდა თქვას. ყოველთვის უკეთესია იფიქრო, რომ საუკეთესო წინ გელის.
– გროძნობთ ხალხის და თანაგუნდელების სიყვარულს?
– მე ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელთანაც ცხოვრება რთულია. როცა ვარჯიში მიმთავრდება სახლში მივდივარ, როცა სახლში ვარ არაფერს ვამბობ, რადგან სახლში 4 ქალის გარემოცვაში ვარ… ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და შემიძლია ყველას ვესაუბრო, ვისაც კი ამის სურვილი გაუჩნდება.
– არის კი მცირე სიმართლე იმაში, რომ თითქოს გასახდელში განხეთქილებაა?
– ყველა ჩვენ თანაბარნი ვართ, მათ ჩვენი დაყოფა სურთ, მაგრამ ჩვენ გაცილებით ჭკვიანები ვართ.
– გაკვირვებთ მადრიდულ კლუბში შიდა განხეთქილება?
– ამ კლუბის შესახებ საუბარი არ მსურს, ეს მე არ მაინტერესებს.
– თქვენს მეგობარ ბენზემას ძალიან ცუდი პერიოდი აქვს…
– ის მე არაფერს მიყვება, ჩვენ ოჯახების შესახებ ვსაუბრობთ.
– დავუბრუნდეთ ნაკრებს, ნოემბერში თქვენ ნაკრებს დაუბრუნდით, როგორი იყო დაბრუნება?
– ”უემბლიზე” ჩვენ ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშეთ და წარწერა დავტოვე სტადიონის გასახდელში, სადაც დავწერე, რომ დავბრუნდები, რათა ვითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნაკრებში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.
– ლორან ბლანის შესახებ რას გვეტყვი?
– ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი პროფესიონალი.
– ბარსელონაში მე-4 წელია ცხოვრობთ, როდის მოვისმენთ აბიდალის პრეს-კონფერენციას კატალონიურ ენაზე?
– ამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ხალხი ძალიან ბევრს იცინებს.
– გვპირდებით, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მოვისმენთ თქვენს კატალონიურს?
– დიახ… ყოველ შემთხვევაში შევეცდები.



