2011 წლის 29 იანვარს დანი ალვესის შესანიშნავი გარღვევის შედეგად ლიონელ მესიმ “ერკულესის” კარში გოლი გაიტანა. ეს გოლის საიუბლიეო აღმოჩნდა გვარდიოლასთვის – მეოთხასე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ. ზუსტად 97 წამის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა, შეასრულა რა დუბლი მოწინააღმდეგეთა კარში.
ყველაზე მეტი გოლები
გვარდიოლას გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა გოლების კარგი მაჩვენებლით, თუმცა მიმდინარე სეზონში მათ საკუთარი რეკორდები მოხსნეს. 2008/09 წლების სეზონში, როდესაც “ბარსამ” “ტრიპლეტი” შეასრულა, გატანილი გოლების საშუალო მაჩვენებელი ერთ თამაშში 2.54–ს შეადგენდა. მომდევნო სეზონში ამ მაჩვენებელმა ოდნავ იკლო და 2.33 შეადგინა. მიმიდნარე სეზონში “ბარსას” ფეხბურთელები საშუალოდ 2.91–ჯერ ამწუხრებენ მეტოქე გუნდს.
მესი ლიდერობს
გვარდიოლას ეპოქაში ბომბარდირთა სათავეში ლიონელ მესი მოექცა. მის ანგარიშზე 122 გატანილი გოლია. მას მოსდევს პედრო, 42 გოლით. შემდეგ მოდიან ეტო’ო, ანრი და ბოიანი შესაბამისად 36, 30 და 26 გოლით.
უფრო მეტი გოლი ლა ლიგაში
გვარდიოლას გუნდი თავისი ძალის დემონსტრირებას ყველაზე მეტად ლა ლიგაში ახდენს. ლა ლიგაში მათ მიერ გატანილი გოლების საშუალო მაჩვენებელი 2.78–ია. თასის გათამაშებაში ეს მაჩვენებელი 2.25–ს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 2.12–ს შეადგენს.



