მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ფილიპე კოუტინიო “ლივერპულის” ხელმძღვანელობას შეხვდა

Sport: ფილიპე კოუტინიო “ლივერპულის” ხელმძღვანელობას შეხვდა

“ბარსელონას” მიერ კოუტინიოს გაფორმებას მხოლოდ “ლივერპული” უშლის ხელს, რომელიც კატალონიელთა ყველა შეთავაზებას ბლოკავს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის სურვილი ყველასთვის ნათელია და მან ტრანსფერზე დაყენებაც მოითხოვა, მერსესაიდელთა პოზიცია ჯერ-ჯერობით უცვლელია.

გადაწყვეტილება გუნდის მმართველობამ მის მფლობელებთან ერთად მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ამერიკაში მოღვაწე კომპანია Fenway Sports Group. იურგენ კლოპის გამოტოვებაც არ შეიძლება, მისი მკტკიცე უარი ტრანსფერს კიდევ უფრო ართულებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ბრაზილიელი აგრძელებს გუნდის დარწმუნების მცდელობას და სწორედ ამიტომ იგი წუხელ მერსესაიდელთა წარმომადგენლებს შეხვდა თავის აგენტებთან ერთად.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინგლისური კლუბის დარწმუნება, პატივი სცეს ფეხბურთელის სურვილს და დათანხმდეს “ბლაუგრანას” შეთავაზებას.
აქამდე “ლივერპულის” პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა იმედოვნებდა, რომ უშუალო კონტაქტი და მოლაპარაკება ტრანსფერის განბლოკვას გამოიწვევდა. შეხვედრის შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში