ბრიტანული გამოცემის, “The Mirror”–ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” მზადაა “ტოტენჰემოს” მარცხენა მცველში, გარეთ ბეილში 40 მილიონი ფუნტი (45 მილიონი ევრო) გადაიხადოს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას კი არაერთხელ აქვს გაკეთებული კომენტარი იმის თაობაზე, რომ ბეილი არ იყიდება, მაგრამ ამ შეთავაზების შემდეგ შესაძლოა აზრი შეიცვალონ და უელსელი ფეხბურთელი, რომელსაც ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, სხვა გუნდში, კერძოდ კი “ბარსელონაში” გაუშვან.
ამ ფეხბურთელით მხოლოდ “ბარსელონა” არ გახლავთ დაინტერესებული. ბეილს აქამდეც უამრავი შეთავაზება ქონდა და ახლაც უამრავი აქვს. მათ შორის ისეთი გრანდებისგან, როგორიცაა “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მილანი”.
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბეილის შეძენასთან დაკავშირებულ ინტერესებს არც “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მალავს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ “COM Radio”-სთან საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: “ბეილი საინტერესო ფეხბურთელია თავისი განსხავებული სტილით. მისი “პრიმერაში” ხილვა კარგი იქნებოდა.”



