workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ღმერთი და ჰერკულესი

ღმერთი და ჰერკულესი

“სპორტის” რედაქტორმა, ლუის მასკარომ, გვარდიოლას სიტყვები გაიხსენა, რომელმაც მატჩის წინ ბრძანა დღეს ყველაზე რთული გასვლითი მატჩი გვექნება იმათ შორის, რომელიც მიმდინარე სეზონში გადაგვხდაო. “ერკულესი”, “რეალზე”, “ესპანიოლზე”, “ვილიარეალსა” და “ვალენსიაზე” რთული მეტოქე გამოდგა, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გაიტანა. მასკარომ სწორად შენიშნა, “ბარსელონას” შემტევ ტრიოს, მესის (37), პედროსა (19) და ვილიას (17) მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 36 მატჩი 73 გოლი აქვთ გატანილი, რაც ერთ შეხვედრაში საშუალოდ ორი გოლია. ჰოდა, გამოდის, რომ კატალონიური გრანდის ძლევა ვისაც უნდა, გვარდიოლას გუნდს სამი გოლი უნდა გაუტანოს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელიაო. გუნდს, რომელსაც თითქმის ყველა მატჩში ბურთის ფლობის 70%-იანი მაჩვენებელი აქვს, სამ გოლს ვერ შეუგდებ. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი გამარჯვებით ბლაუგრანამ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, პრიმერაში ზედიზედ 15 მატჩი მოიგო, რაც აქამდე მხოლოდ “რეალს” მოეხერხებინა, ისიც შორეული 1960-61 წლების სეზონში.
ამ გუნდმა წაგება დაივიწყა და ყველა რეკორდს ამხობს – ეს უკვე ხოსეპ მარია კასანოვასის სიტყვებია – ბლაუგრანას უკვე მთელს ესპანეთში ჰყავს გულშემატკივრები. ამ გუნდმა უამრავი ადამიანი გააბედნიერა, მას წარმატებულ ქორწინებას შევადარებდი. “ბარსელონას” ქომაგობა ბევრისთვის უკვე ჰობია.
ჟოან მარია ბატლემ, თავის მცირე სტატიაში გუშინდელი მატჩის მთავარი გმირები, მესი და პედრო აქო. პედრიტომ, უმაღლესი მწვერვალები მონდომებისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე დაიპყრო, ის ყველა მატჩში 100 %-ით კონცენტრირებულია, რაც გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. და მესი… რა შეიძლება ითქვას არგენტინელის შესახებ? გუშინდელი დღე ლეოსთვის საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და მატჩის დასკვნით ნაწილში სამ წუთში ორი გოლი გაიტანა. აი რატომაა მესი ფეხბურთის ღმერთი. ხოლო რაც შეეხება პედროს, ის გამორჩეული მოციქულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში