workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
“შალკემ” “ბარსელონას” ლეონ გორეცკა შესთავაზა

“შალკემ” “ბარსელონას” ლეონ გორეცკა შესთავაზა

“შალკე 04”-ის თანხმობით, ლეონ გორეცკას წარმომადგენლებმა 22 წლის ფეხბურთელი კატალონიის “ბარსელონას” შესთავაზეს. გელზენკირხენულ გუნდს არ სურს, რომ ნახევარმცველი, რომელმაც პირადი დეტალები “ბაიერნთან” უკვე შეათანხმა, მომდევნო სეზონში მიუნხენურ გრანდში უფასოდ გადავიდეს და ამით მან კონკურენტი გააძლიეროს.

MD-ს ინფორმაციით, დიუსელდორფში რობერტ ფერნანდესი და ურბანო ორტეგა გორეცკაზე დასაკვირვებლად გაემგზავრნენ. კატალონიელთა ხელმძღვანელები “ლაიფციგის” შუახაზელ ნაბი კეიტასაც დააკვირდნენ. თუმცა ამ უკანასკნელის ფასი ბევრად მაღალია და გერმანელები მასში 80 მილიონს ითხოვენ. კეიტა უფრო შემტევი ტიპის მოთამაშეა და იგი კოუტინიოს ალტერნატივად განიხილება.

პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის მენეჯერი ნეუბაუერი ბარსელონაშიც იმყოფებოდა და კლუბს დაეკონტაქტა.

აღსანიშნავია, რომ გორეცკას თამაშის სტილს გუნდი პაულინიოს პროფილს ამსგავსებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, შეტევაც არ დაეწუნება და შესანიშნავი დარტყმა აქვს.

მიუხედავად ამისა, კატალონიელები სერიზე უარის თქმისა და პაულინიოს გაფორმების შემდეგ, კოუტინიოსა და დემბელეზე არიან კონცენტრირებული და ტრანსფერთა დასრულება კვირის ბოლომდე სურთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward