“ბარსელონას” ისე ცუდად მისდის საქმეები, რომ კატალონიურ კლუბს ესპანეთის მე-3 დივიზიონში მოთამაშე “ბურგოსიც” კი დასცინის.
დღეს, “ბურგოსის” ოფიციალურ Twitter-ზე გაჩნდა განცხადება, რომელიც ლიონელ მესის ამ კლუბში გადასვლის შესახებ იტყობინებოდა. მალევე, ეს პოსტი წაიშალა და გაკეთდა ახალი პოსტი, რომელიც გვაუწყებს, რომ “ბურგოსის” Twitter-ის ანგარიში გატეხეს.
“Wow, დღეს დილით, ჩვენი “ტვიტერი” ჰაკერებმა გატეხეს, თუმცა მასზე კონტროლი მალევე აღვადგინეთ. მომხდარის გამო ბოდშს გიხდით.” – ვკითხულობთ “ბურგოსის” განცხადებაში, რომელსაც თან სმაილი და მესის შეძენის განცხადების სქრინი ახლავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, ჰაკერებმა “ბარსელონას” Twitter გატეხეს და დაწერეს, რომ კატალონიურმა კლუბმა ანხელ დი მარია შეიძინა.



