“ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ლუკა დინმა France Football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
დინს კატალონიურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, რასაც თვითონ ფეხბურთელი იმით ხსნის, რომ “ბარსელონაში” მცველებს ფიზიკურად ძალიან ბევრი მოეთხოვებათ და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია.
“შესანიშნავი გრძნობაა, როცა კარგად თამაშობ, მაგრამ ბარსელონას” მცველობა განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.”
ფრანგი თავის თანაგუნდელებზეც საუბრობს: გუნდის გამორჩეულ მოთამაშედ მას ანდრეს ინიესტა მიაჩნია.
“როცა ბურთი გაქვს და არ იცი რა გააკეთო, ის აუცილებლად ინიესტას უნდა მიაწოდო. ინიესტა მშვიდი და ელეგანტურია და როცა ლაპარაკობს, ყოველთვის ყველა უსმენს “.
რაც შეეხება ლიონელ მესის, დინი მას ასე ახასიათებს:
“ის გახსნილი და მეგობრულია, მასთან ხშირად ვსაუბრობ და ვარჯიშებზე ერთმანეთს ვეხმარებით“.
როგორც იცით, ლუკა დინი “ბარსამ” “რომადან” 2016 წელს დაიმატა.