“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმ პირობაზე საუბრობს, რაც ლიონელ მესის გუნდში შესანარჩუნებლად აუცილებელია.
“თუ გვინდა, რომ მესი “ბარსელონაში” ბედნიერი იყოს, ჟოზეპ მარია ბართომეუ დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ.” – დაწერა ლაპორტამ Twitter-ზე.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” მზადაა მესის გმაოსასყიდი თანხა, 300 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა თავად ინგლისელებმა ეს ცნობები უარყვეს.