დღეს, “ბარსამ” ალიკანტეში “პრიმერა დივიზიონის” ზედიზედ მეთხუთმეტე მატჩი მოიგო. კატალონიელების მეთხუთმეტე მსხვერპლი “ერკულესი” გახლდათ. ამით კი კატალონიელებმა რაიკაარდის რეკორდის დამხობა და ნახევარი საუკუნის წინ, მადრიდელების მიერ ნაჩვენები შედეგის გამეორება შეძლეს, რაც ესპანეთისთვის რეკორდული მაჩვენებელია…
“ბარსა” – “სოსიედადი” (5-0)
“ხეტაფე” – “ბარსა” (1-3)
“ბარსა” – “მალაგა” (2-0)
“მადრიდი” – “ბარსა” (0-3)
“ბარსა” – “რასინგი” (4-1)
“ვილიარეალი” – “ბარსა” (0-2)
“ბარსა” – “სევილია” (2-1)
“კადისი” – “ბარსა” (1-3)
“ბარსა” – “სელტა” (2-0)
“ესპანიოლი” – “ბარსა”(1-2)
“ბარსა” – “ატლეტიკი” (2-1)
“ბარსა” – “ალავესი” (2-0)
“მალიორკა” – “ბარსა” (0-3)
5 წლის შემდეგ კი, ამჯერად გვარდიოლას “ბარსამ” ამ რეკორდის დამხობა შეძლო და “ლა ლიგას” ზედიზედ თხუთმეტ მატჩში იზეიმა.
“სარაგოსა” – “ბარსა” (0-2)
“ბარსა” – “სევილია” (5-0)
“ხეტაფე” – “ბარსა” (1-3)
“ბარსა” – “ვილიარეალი” (3-1)
“ალმერია” – “ბარსა” (0-8)
“ბარსა” – “მადრიდი” (5-0)
“ოსასუნა” – “ბარსა” (0-3)
“ბარსა” – “სოსიედადი” (5-0)
“ესპანიოლი” – “ბარსა” (1-5)
“ბარსა” – “ლევანტე” (2-1)
“დეპორტივო” – “ბარსა” (0-4)
“ბარსა” – “მალაგა” (4-1)
“ბარსა” – “რასინგი” (3-0)
“ერკულესი” – “ბარსა” (0-3)
ასეთი მაჩვენებელი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, 1860/61 წლების სეზონში “რეალ მადრიდს” ქონდა, რაც რეკორდული შედეგია, მაგრამ გვარდიოლას “ბარსამ” მოახერხა და ეს შედეგი გაიმეორა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი გამარჯვება კატალონიელებისთვის “პრიმერაში” ზედიზედ მეათე გასვლითი გამარჯვებაა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
