დღეს “ბარსელონამ” ბრაზილიელი ახალწვეული, პაულინიო, ოფიციალურად წარადგინა.
ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა და პირობა დადო, რომ თავისი გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“ჩემს ცხოვრებაში ეს განსაკუთრებული მომენტია. მადლობას ვუხდი კლუბს, რომ ჩემით დაინტერესდა. დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” კარგ სამსახურს გავუწევ.” – განაცხადა ბრაზილიელმა.
როგორც იცით, “ბარსამ” პაულინიო “გუანჩჟოუ ევერგრანდისგან” 40 მილიონ ევროდ შეიძინა.


