“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სერჟი რობერტო, რომელსაც ბოლო დროს “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ, მისი გეგმის ნაწილია და მის არსად გაშვებას არ აპირებს.
რობერტომ ბოლო ორ სეზონში ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით “ბარსელონას” შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ კი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის გუნდის დატოვებას აპირებდა.
ბოლო პერიოდი სერჟი რობერტომ ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ახლა კი ნახევარდაცვაში გადაინაცვლა. გუშინ ის ვალვერდეს 3-5-2 ტაქტიკაში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა.
გუშინდელი თამაშის შემდეგ, კატალონიელთა დამრიგებელს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.
“რა თქმა უნდა, მე სერჟი რობერტოზე დიდ იმედებს ვამყარებ. შეიძლება ზოგ მატჩში ის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს, ზოგში კი არა, მაგრამ, მისი ჩვენთან დარჩენა აუცილებელია” – განაცხადა ვალვერდემ.
თანაც, მას შემდეგ, რაც “იუნაიტედმა” ნემანია მატიჩი დაიმატა, რობერტოს ძირითადი შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შანსები ნაკლებად ექნება. ამიტომ, თვითონ ფეხბურთელისთვისაც, და როგორც “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, საერთოდ კატალონიური კლუბისთვისაც, დარჩენა აჯობებს.