“ბარსელონას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე “ნაპოლის” შემტევით, ლორენცო ინსინიეთი იყო დაინტერესებული, იტყობინება La Gazzetta dello Sport.
წყაროს ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე “ნაპოლის” €60-მილიონიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ იტალიელებმა შემოთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან არ სურთ მოთამაშეების გაშვება.
ინსინიე “ბარსას” რადარზე წარსულშიც იმყოფებოდა, ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კი კატალონიელთა ინტერესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.



